მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე იმ მშობლებს მიმართავს, ვისი არასრულწლოვანი შვილებიც სოციალური ქსელით სარგებლობენ.
"მშობლებო !რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს facebook - ი?! თქვენ თვლით რომ 7-8 წლის ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე როგორიც თქვენ გაქვთ? დავიჯერო არასდროს გითქვამთ შვილისთვის -წადი შენ ოთახში აქ უფროსები ვსაუბრობთ! ? Fბ -ზე ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული ისეთ რაღაცას ვაწყდებით... ბინძური ვიდეოები... ვირუსები რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში მათაც მისდით... ზოგჯერთქვენივე სტატუსები თუ სახალხო მიმოწერებია ისეთი რომ ეს ბავშმა არ უნდაიცოდეს... თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ მაგრამ ის ფბდან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც.. რა ფილმებს უყურებენ ბავშვები?რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამასაც რომ ვწერ ამასაც კითხულობენ თქვენი შვილები თორე კიდე მეტს დავწერდი... ამ ბოლო დროს ძალინ ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ... არავის აზრს არ ვახვევ მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთერთი მთავარი მიზეზი მგონია...მესმის რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეიქბუქამდე ბევრი წელი მაშორებდა -მათ მთავარი სათამაშო აიფონი აქვთ 9 თვის ასაკიდან... მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს... რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ?",- წერს ქრისტინე იმედაძე.