პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული - რატომ არ დაიკითხა ღარიბაშვილი, ხადური, ალასანია?
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული - რატომ არ დაიკითხა ღარიბაშვილი, ხადური, ალასანია?

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ძღვა­ნე­ლი გიზო ღლონ­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რას გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც პრო­ცეს­ზე და­კი­თხვი­სას გიზო ღლონტმა აღ­ნიშ­ნა, "სილ­ქნეტ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ შედ­გა სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 21 წლის ვა­დით, სა­დაც წე­რია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლის 24 წვერს, პრაქ­ტი­კუ­ლად, უფა­სოდ იღებს.

მი­სი­ვე თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თან ახ­ლდა და­ნარ­თიც, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავ­და 21 წლის შემ­დეგ "სილ­ქნეტ­თან" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ურ­თი­ერ­თო­ბას, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია საქ­მე­ში არ დევს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფომ კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი და­ზო­გა "სილ­ქნეტ­თან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, "რომ­ლი­თაც შეს­ყი­დუ­ლია 24 წვე­რი, აქე­დან 8 წვე­რით სარ­გებ­ლობს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ხოლო 16 წვე­რი გა­და­ე­ცა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს".

"რო­დე­საც გა­ვი­გე რა ფა­სად ემ­სა­ხუ­რე­ბა დელ­ტა­კო­მი სხვა უწყე­ბებს, დავ­რწმუნ­დი, რომ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს და­ზო­გავს. ამა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ბა­ტი­აშ­ვი­ლიც, ქუმ­სიშ­ვი­ლიც და მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბაც. თუ ეს ასე არ არის, მა­შინ რა­ტომ არ და­ი­კი­თხა გე­გეჭ­კო­რი, ალა­სა­ნია, ხა­დუ­რი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი?", - გა­ნა­ცხა­და გიზო ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული - რატომ არ დაიკითხა ღარიბაშვილი, ხადური, ალასანია?

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული - რატომ არ დაიკითხა ღარიბაშვილი, ხადური, ალასანია?

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელძღვანელი გიზო ღლონტი პროკურატურას გარკვეული დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.

როგორც პროცესზე დაკითხვისას გიზო ღლონტმა აღნიშნა, "სილქნეტთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შედგა საიჯარო ხელშეკრულება 21 წლის ვადით, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის 24 წვერს, პრაქტიკულად, უფასოდ იღებს.

მისივე თქმით, ხელშეკრულებას თან ახლდა დანართიც, რომელიც განსაზღვრავდა 21 წლის შემდეგ "სილქნეტთან" თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას, თუმცა ბრალდებულის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტაცია საქმეში არ დევს.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ კოლოსალური თანხები დაზოგა "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, "რომლითაც შესყიდულია 24 წვერი, აქედან 8 წვერით სარგებლობს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 16 წვერი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს".

"როდესაც გავიგე რა ფასად ემსახურება დელტაკომი სხვა უწყებებს, დავრწმუნდი, რომ ამ ხელშეკრულებით სახელმწიფო კოლოსალურ თანხებს დაზოგავს. ამაზე ინფორმირებული იყო ბატიაშვილიც, ქუმსიშვილიც და მთლიანად მთავრობაც. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ არ დაიკითხა გეგეჭკორი, ალასანია, ხადური, ღარიბაშვილი?", - განაცხადა გიზო ღლონტმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ