საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა 14 წლის მო­ზარ­დთან და­კავ­ში­რე­ბით სას­წრა­ფოს არა­ჯე­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­კითხს სა­მი­ნის­ტრო შე­ის­წავ­ლის. ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მი­ნის­ტრმა, როცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სთხო­ვეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სას­წრა­ფოს ბრი­გა­დის მიერ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლი დარ­ღვე­ვე­ბით იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, რაც ნა­წი­ლობ­რივ მოგ­ვარ­და და ნა­წი­ლობ­რივ რჩე­ბა პრობ­ლე­მად" -აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ. მი­სი­ვე თმქით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა არა­ჯე­რო­ვა­ნი მოვ­ლა, სა­კითხს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რა შე­ის­წავ­ლის.

იხი­ლეთ ვი­დეო

"რე­გი­ო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა არის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ავ­ტო­პარ­კი, თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში კი არის შე­უ­სა­ბა­მო გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, დიდი ხანი და­კარ­გუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სას­ვლე­ლად, რო­მელ­საც თა­ვი­სი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვს - საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა, გზის არ დათ­მო­ბა და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მოვ­ლის ხა­რისხს, თუ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ის, რომ არა­ჯე­რო­ვა­ნი მოვ­ლა იყო, არ­სე­ბობს სტრუქ­ტუ­რა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­ის­წავ­ლის სა­კითხს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რი ქე­და­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მი ფარ­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს გა­ა­კე­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის პოს­ტი, რო­მე­ლიც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­დნის ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. ირაკ­ლი ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი პი­რად გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვრცელ პოს­ტში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს დაგ­ვი­ა­ნე­ბა­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხობს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს

დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ გამოიკვეთება 14 წლის მოზარდთან დაკავშირებით სასწრაფოს არაჯეროვანი დამოკიდებულება, საკითხს სამინისტრო შეისწავლის. ასეთი კომენტარი გააკეთა მინისტრმა, როცა ჟურნალისტებმა სთხოვეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირება, რომლის თანახმადაც სასწრაფოს ბრიგადის მიერ შორენა ბეგაშვილის შვილი დარღვევებით იქნა გადაყვანილი.

"სასწრაფო დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა და ნაწილობრივ რჩება პრობლემად" -აღნიშნა სერგეენკომ. მისივე თმქით, აღნიშნულ ფაქტზე თუ გამოიკვეთება არაჯეროვანი მოვლა, საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის.

იხილეთ ვიდეო

"რეგიონების შემთხვევაში პრობლემა არის აღჭურვილობა და ავტოპარკი, თბილისის შემთხვევაში კი არის შეუსაბამო გამოძახებები, დიდი ხანი დაკარგული გამოძახებაზე მისასვლელად, რომელსაც თავისი მრავალი მიზეზი აქვს - საგზაო მოძრაობა, გზის არ დათმობა და სხვა. რაც შეეხება სამედიცინო მოვლის ხარისხს, თუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ის, რომ არაჯეროვანი მოვლა იყო, არსებობს სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული კომენტარი ქედაში სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი ფართის დათვალიერების დროს გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ახალგაზრდა მამაკაცის პოსტი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ფანჯრიდან გადმოვარდნის ფაქტის თვითმხილველი გახდა. ირაკლი ჩორგოლაშვილი პირად გვერდზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში სასწრაფო დახმარების ექიმებს დაგვიანებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა.

წაიკითხეთ: რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."