პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი
გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი

სამ­შობ­ლო­ში მას გა­ნი­კი­თხა­ვენ და ბრალს სდე­ბენ ყა­ზა­ხი ხალ­ხის­გან მო­პა­რუ­ლი ფუ­ლის გაფ­ლან­გვა­ში. სხვე­ბი, პი­რი­ქით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გოგა აშ­კე­ნა­ზი დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს...

გოგა აშ­კე­ნა­ზი - მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი, ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის სი­ძის, თე­მურ კუ­ლი­ბა­ე­ვის საყ­ვა­რე­ლი, რომ­ლის­გა­ნაც 2 შვი­ლი ჰყავს. ლონ­დონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე, იგი ბრი­ტა­ნულ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ე­რია.

36 წლის გო­გას ერთ დროს გა­უ­ჰარ ბერ­გა­ლი­ე­ვა ერ­ქვა, სხვა ყა­ზა­ხი გო­გო­ე­ბის­გან არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შემ­დეგ მისი გა­რეგ­ნო­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის წყა­ლო­ბით საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა და პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

გოგა მხო­ლოდ მდი­დარ და ცნო­ბილ მა­მა­კა­ცებს ირ­ჩევს, მათ შო­რის იორ­კის ჰერ­ცო­გი პრინ­ცი ენ­დრიუ, თე­მურ კუ­ლი­ბა­ე­ვი, "ფორ­მუ­ლა 1"-ის მე­ნე­ჯე­რი ფლა­ვიო ბრი­ა­ტო­რე, კონ­ცერ­ნის Fiat მემ­კვიდ­რე, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ფლე­ი­ბოი ლაპო ელ­კა­ნი და ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რე და ბიზ­ნეს­მე­ნი ნათ როტ­შილ­დი. მათ, ვი­საც თუნ­დაც 1 სა­ა­თი გა­უ­ტა­რე­ბი­ათ გო­გას­თან, აცხა­დე­ბენ, რომ ქა­ლის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა მის არა­ნორ­მა­ლურ ენერ­გე­ტი­კა­შია, რო­მელ­საც მა­ჰიპ­ნო­ტი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს.

2012 წელს აშ­კე­ნა­ზის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა გა­უჩ­ნდა, მან ცნო­ბი­ლი პა­რი­ზუ­ლი ბრენ­დი Vionnet შე­ი­ძი­ნა და მა­ლე­ვე მო­დუ­რი სახ­ლის გა­ყიდ­ვე­ბი 50%-ით გა­ზარ­და. ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის დე­დოფ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ხში­რად ხდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნი. ამე­რი­კე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის, სტე­ფან აშ­კე­ნა­ზის ცო­ლის სტა­ტუ­სი მან იო­ლად შეც­ვა­ლა თე­მურ კუ­ლი­ბა­ე­ვის შვი­ლე­ბის დე­დის როლ­ზე. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ველ შვილ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბის დღეს, იგი პრინც ენ­დრი­უს­თან პა­ე­მან­ზე გა­ე­შუ­რა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კუ­ლი­ბა­ე­ვი ნა­ზარ­ბა­ე­ვის ქა­ლიშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა უკა­ნო­ნო შვი­ლი და გოგა აშ­კე­ნა­ზის უძ­ვირ­ფა­სე­სი სახ­ლი აჩუ­ქა ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ უბან­ში. მას შემ­დე­გაც კი, რო­დე­საც მათი რო­მა­ნი დას­რულ­და, კუ­ლი­ბა­ევ­მა გა­ნაგ­რძო გო­გას დახ­მა­რე­ბა ბიზ­ნეს-ას­პა­რეზ­ზე - აშ­კე­ნა­ზი ყა­ზა­ხუ­რი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კომ­პა­ნი­ის Manaigas Enginereeng Group გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, გოგა აშ­კე­ნა­ზი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. იგი მსოფ­ლიო კი­ნო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბის წრე­ში ტრი­ა­ლებს, მე­გობ­რობს სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ჟურ­ნა­ლი ფორბსის სიის მო­წი­ნა­ვე რი­გებ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან. მის მიერ მო­წყო­ბილ წვე­უ­ლე­ბებს ცნო­ბი­ლი ტოპ-მო­დე­ლე­ბი და მო­დუ­რი სახ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და მხატ­ვრე­ბი სტუმ­რო­ბენ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ სრუ­ლად დუ­და­ნას ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი

გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი

სამშობლოში მას განიკითხავენ და ბრალს სდებენ ყაზახი ხალხისგან მოპარული ფულის გაფლანგვაში. სხვები, პირიქით, აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ეთაყვანებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, გოგა აშკენაზი დიდ ინტერესს იწვევს...

გოგა აშკენაზი - მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული ქალი, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, თემურ კულიბაევის საყვარელი, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ლონდონში საცხოვრებლად გადასვლისთანავე, იგი ბრიტანულ მაღალ საზოგადოებაში გაერია.

36 წლის გოგას ერთ დროს გაუჰარ ბერგალიევა ერქვა, სხვა ყაზახი გოგოებისგან არაფრით გამოირჩეოდა. შემდეგ მისი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის წყალობით საგრძნობლად შეიცვალა და პლანეტის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გოგა მხოლოდ მდიდარ და ცნობილ მამაკაცებს ირჩევს, მათ შორის იორკის ჰერცოგი პრინცი ენდრიუ, თემურ კულიბაევი, "ფორმულა 1"-ის მენეჯერი ფლავიო ბრიატორე, კონცერნის Fiat მემკვიდრე, ცნობილი იტალიელი ფლეიბოი ლაპო ელკანი და ცნობილი ოჯახის მემკვიდრე და ბიზნესმენი ნათ როტშილდი. მათ, ვისაც თუნდაც 1 საათი გაუტარებიათ გოგასთან, აცხადებენ, რომ ქალის მომხიბვლელობა მის არანორმალურ ენერგეტიკაშია, რომელსაც მაჰიპნოტიზირებელი ეფექტი აქვს.

2012 წელს აშკენაზის ახალი გატაცება გაუჩნდა, მან ცნობილი პარიზული ბრენდი Vionnet შეიძინა და მალევე მოდური სახლის გაყიდვები 50%-ით გაზარდა. ელიტური ქრონიკების დედოფლის პირადი ცხოვრება ხშირად ხდება მითქმა-მოთქმის საგანი. ამერიკელი მილიონერის, სტეფან აშკენაზის ცოლის სტატუსი მან იოლად შეცვალა თემურ კულიბაევის შვილების დედის როლზე. ჭორების თანახმად, პირველ შვილზე მშობიარობის დღეს, იგი პრინც ენდრიუსთან პაემანზე გაეშურა.

იმის მიუხედავად, რომ კულიბაევი ნაზარბაევის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული, მან ოფიციალურად აღიარა უკანონო შვილი და გოგა აშკენაზის უძვირფასესი სახლი აჩუქა ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში. მას შემდეგაც კი, როდესაც მათი რომანი დასრულდა, კულიბაევმა განაგრძო გოგას დახმარება ბიზნეს-ასპარეზზე - აშკენაზი ყაზახური ნავთობისა და გაზის კომპანიის Manaigas Enginereeng Group გენერალური დირექტორია.

უკვე მერამდენე წელია, გოგა აშკენაზი კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფება. იგი მსოფლიო კინოსა და ხელოვნების ვარსკვლავების წრეში ტრიალებს, მეგობრობს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან და ჟურნალი ფორბსის სიის მოწინავე რიგებში მყოფ ადამიანებთან. მის მიერ მოწყობილ წვეულებებს ცნობილი ტოპ-მოდელები და მოდური სახლების მფლობელები, ფოტოგრაფები და მხატვრები სტუმრობენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სრულად დუდანას ბლოგი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს