საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა
"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა

კუდ-ისა და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე,­ იგი­ვე "მას­ტე­რა", ჰო­ლან­დი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 მარტს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე. მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს რე­ინ­ჯერ და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მზვე­რავ პა­ა­ტა ქარ­და­ვა­სა და ბა­თუ­მე­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვის, როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­შიც. მის­მა სა­ხელ­მა გა­იჟ­ღე­რა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­შიც.

ან­ზორ აბუ­ლა­ძე, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის ბიძა: - ყვე­ლა­ფე­რი ჩემს დის­შვილს გა­და­აბ­რა­ლეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია. გია 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს წა­ვი­და ჰო­ლან­დი­ა­ში. რად­გან იცო­და, ისეთ რა­მეს და­აბ­რა­ლებ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ჭერ­დნენ. თუმ­ცა ახა­ლა­ი­ებს ვე­რა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ და იმას რა უნდა და­უმ­ტკი­ცონ? მის­მა ად­ვო­კატ­მა გვი­თხრა, რომ ჰო­ლან­დი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ საქ­არ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა­ზე უარი თქვა და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა აღარ მოხ­დე­ბო­და. მე­ტიც, ვი­ცო­დით, რომ უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ მერე რა შე­იც­ვა­ლა, არ ვი­ცით. მისი და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. რომ ამ­ბო­ბენ, ჩე­ჩენ სა­ვე­ლე მე­თაუ­რთან­ მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას უკ­ვეთ­დაო, ეგ რა შუ­ა­შია?! ოქ­რუ­აშ­ვილს ვინ­მემ რამე უნდა და­უ­ჯე­როს?

- ამ­ბო­ბენ, ახა­ლა­ი­ე­ბის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­დაო.

- გია არა­ვის მოკ­ლავ­და, არც აწა­მებ­და­. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას იქ სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მით და უია­რა­ღოდ წა­ვი­და. რაც მოხ­და, გზა­ში შე­ი­ტყო, მგო­ნი, დათა ახა­ლა­ი­ას­გან. მერე მას დაჰბ­რალ­და ყვე­ლა­ფე­რი. ვი­საც მას­ზე უნდა ხე­ლის შეწ­მენ­და, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვა...

გია ჯერ მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, შემ­დეგ დათა ახა­ლა­ი­ამ კუდ-იდან, ბო­ლოს ბა­ჩომ წა­იყ­ვა­ნა თავ­დაც­ვა­ში. იცოდ­ნენ, არ იყო და­სა­კარ­გი კად­რი და იმი­ტომ, უფ­რო­სო­ბა მას ეკი­თხე­ბო­და ჭკუ­ას. ალ­ბათ, მა­გა­რი რომ არის და მის ჭკუ­ა­ზე არა­ვის უშ­ვებ­და, ესაა მისი და­ნა­შა­უ­ლი. გია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსხვერ­პლია. ამ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა თუ ჩა­ი­დი­ნა, რა­ტომ ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ? ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლე­ბის ალაგმვაც მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა

"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა

კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე,­ იგივე "მასტერა", ჰოლანდიიდან საქართველოში 22 მარტს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჩამოიყვანეს. გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი სახელი ფიგურირებს რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეშიც. მისმა სახელმა გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილის საქმეშიც.

ანზორ აბულაძე, გიორგი დგებუაძის ბიძა: - ყველაფერი ჩემს დისშვილს გადააბრალეს, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. გია 2012 წლის არჩევნებამდე, აგვისტოს ბოლოს წავიდა ჰოლანდიაში. რადგან იცოდა, ისეთ რამეს დააბრალებდნენ, აუცილებლად დაიჭერდნენ. თუმცა ახალაიებს ვერაფერს უმტკიცებენ და იმას რა უნდა დაუმტკიცონ? მისმა ადვოკატმა გვითხრა, რომ ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტრომ საქ­ართველოს პროკურატურის მოთხოვნაზე უარი თქვა და მისი ექსტრადირება აღარ მოხდებოდა. მეტიც, ვიცოდით, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მერე რა შეიცვალა, არ ვიცით. მისი დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რომ ამბობენ, ჩეჩენ საველე მეთაუ­რთან­ მოლაპარაკებას აწარმოებდა და პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდაო, ეგ რა შუაშია?! ოქრუაშვილს ვინმემ რამე უნდა დაუჯეროს?

- ამბობენ, ახალაიების დავალებებს ასრულებდაო.

- გია არავის მოკლავდა, არც აწამებდა­. ნავთლუღის სპეცოპერაციისას იქ სამოქალაქო ფორმით და უიარაღოდ წავიდა. რაც მოხდა, გზაში შეიტყო, მგონი, დათა ახალაიასგან. მერე მას დაჰბრალდა ყველაფერი. ვისაც მასზე უნდა ხელის შეწმენდა, არაფერი გამოუვა...

გია ჯერ მერაბიშვილმა გაათავისუფლა, შემდეგ დათა ახალაიამ კუდ-იდან, ბოლოს ბაჩომ წაიყვანა თავდაცვაში. იცოდნენ, არ იყო დასაკარგი კადრი და იმიტომ, უფროსობა მას ეკითხებოდა ჭკუას. ალბათ, მაგარი რომ არის და მის ჭკუაზე არავის უშვებდა, ესაა მისი დანაშაული. გია დღევანდელი ხელისუფლების მსხვერპლია. ამდენი საშინელება თუ ჩაიდინა, რატომ ვერ უმტკიცებენ? ქურდებისა და კრიმინალების ალაგმვაც მისი დამსახურებაა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ