Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს
რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სსიპ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 31 მარტს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ვლა­სა და გულ­გრი­ლო­ბა­ში იყო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­მაც ისე გა­ავ­რცე­ლა, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის­თვის ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად არ მო­უ­მარ­თავს. სა­უ­ბა­რია მო­ზარდ გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 26 მარტს მე-5 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. რო­გორც სტა­ტუ­სის ავ­ტო­რი წერ­და, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე 22-23 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და.

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი აცხა­დებს, რომ ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა. ცენ­ტრმა დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მა ბრი­გა­დის მოძ­რა­ო­ბის გრა­ფი­კი. რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რად დად­გინ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა 26 მარტს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ 18:32:37 სა­ათ­ზე მი­ი­ღო და პა­ცი­ენ­ტთან 10 წუთ­ში მი­ვი­და (მის­ვლის დრო: 18:42:14 სთ.). მო­ზარდს ად­გილ­ზე ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი და 18.52-სთ-ზე და­ი­წყო პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მე­ბის მიერ პა­ცი­ენ­ტის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ბის სა­კითხს, იგი თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის მიერ შეს­წავ­ლის სტა­დი­ა­შია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის პოს­ტი, რო­მე­ლიც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­დნის ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. ირაკ­ლი ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი პი­რად გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვრცელ პოს­ტში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

წა­ი­კი­თხეთ:

და­ვით სერ­გე­ენ­კო შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვილ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს

"გვეხ­ვე­წე­ბო­და, გა­და­მატ­რი­ა­ლეთ, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვაო..." - რას ყვე­ბა სას­წრა­ფო­ზე თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლის გად­მო­ვარ­დნას შე­ეს­წრო

რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 31 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული.

"მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს. საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ახალგაზრდა მამაკაცის პოსტი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ფანჯრიდან გადმოვარდნის ფაქტის თვითმხილველი გახდა. ირაკლი ჩორგოლაშვილი პირად გვერდზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში სასწრაფო დახმარების ექიმებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა.

წაიკითხეთ:

დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია