პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია
მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით რა­ი­მეს გარ­კვე­ვა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა ვა­სა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, მოხ­და თუ არა გუ­შინ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­რი­გი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

"გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, იმ კად­რე­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა - არის თუ არა ეს რო­მე­ლი­მე პირი, ან ვინ არის ამ კად­რებ­ზე ასა­ხუ­ლი ან არის თუ არა რო­მე­ლი­მე პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ კად­რებ­ზე - შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ იმ ვი­დე­ო­თი რა­ი­მეს გარ­კვე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ვრე­ა­გი­რებთ ნე­ბის­მი­ერ ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს", - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

ამას­თან, იგი ვერ აკონ­კრე­ტებს, რა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და ვი­დე­ო­ე­ბის ატ­ვირ­თვა.

მისი თქმით, რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ვინ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვის და რა მიზ­ნით გა­დას­ცა კად­რე­ბი და რაში მოხ­დე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა.

"რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბი­თაა დად­გე­ნი­ლი, არც ერთი კად­რი 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ არ არის მო­პო­ვე­ბუ­ლი და შექ­მნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის ოქომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, ვინც ასე­თი კად­რე­ბის შექ­მნას ახორ­ცი­ე­ლებ­და, ნა­წი­ლი არის ძებ­ნი­ლი, ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს და რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა იმის, თუ ვინ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვის და რა მიზ­ნით გა­დას­ცა და რაში გა­მო­ი­ყე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია

მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოხდა თუ არა გუშინ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელება.

"გუშინ გავრცელებულ კადრებს რაც შეეხება, იმ კადრებით იდენტიფიცირება - არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ან ვინ არის ამ კადრებზე ასახული ან არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ამ კადრებზე - შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ ვიდეოთი რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი შეიძლება იყოს", - განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, იგი ვერ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებით მოხდა ვიდეოების ატვირთვა.

მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა კადრები და რაში მოხდება მათი გამოყენება.

"როგორც გამოძიებითაა დადგენილი, არც ერთი კადრი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება იმის, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს", - განაცხადა ვასაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ