პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ახალ­გაზ­რდა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­თან უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ათას ლარს ხარ­ჯავს და და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, პირ­ნათ­ლად არ ას­რუ­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო აქ­ცი­ი­დან

აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ლექ­სო კო­ბა­ი­ძის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნაც­ვლად შე­ი­ძი­ნა "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ხოლო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვის­თვის თან­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ხარ­ჯა. ლექ­სო კო­ბა­ი­ძის თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ჩვენ ნა­ნუ­აშ­ვილს არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, თუმ­ცა ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია. ახლა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა და­ი­წყო სა­კუ­თარ კომ­ფორტზე ზრუნ­ვა. ის და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­კუ­თარ სტო­მაქ­ზე ზრუნ­ვით. 105 000 ლარი უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ჩვენ ბი­უ­ჯე­ტი­დან იმის­თვის, რომ უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს მან­ქა­ნა ვუ­ყი­დოთ. ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის იყო, ჩა­მო­წე­რეს და შე­ფას­და 7 000 ლა­რად. ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს 15 აპ­რილს ეყო­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ვი­დეო: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 105 000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი"

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა. უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფისს შე­უქ­მნას ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა. "ჩვენ რომ შეგ­ვე­ძი­ნა სხვა მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, შე­საძ­ლოა, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბაზ­რო ფასი ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა შეს­ყიდ­ვის შემ­დეგ მან­ქა­ნებს ექ­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ჩვენ გათ­ვლი­ლი გვაქვს იმა­ზე, რომ მან­ქა­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი ვა­დით. რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხას, თუ რამ­დე­ნი გა­მო­ი­ყო ბი­უ­ჯე­ტი­დან, მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გაზ­რდი­ლია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­თან და ასე­ვე გაზ­რდი­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­მუ­შაო მას­შტა­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად იქნა მი­ღე­ბუ­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­თან მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ ბა­ნე­რე­ბი "გა­დად­გეს უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი", "უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ ზრუ­ნავს".

sponsored by ContentRoom

"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ სახალხო დამცველის ოფისთან უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახალხო დამცველი საკუთარი კომფორტის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე ათას ლარს ხარჯავს და დაკისრებულ ვალდებულებას - მოქალაქეების უფლებების დაცვას, პირნათლად არ ასრულებს.

იხილეთ ვიდეო აქციიდან

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლექსო კობაიძის თქმით, სახალხო დამცველმა პირადი კეთილდღეობისათვის, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილების ნაცვლად შეიძინა "მერსედესის" მარკის ძვირადღირებული ავტომობილები, ხოლო ავტომობილების ყიდვისთვის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ლექსო კობაიძის თქმით, მსგავსი ფაქტი მიუღებელია.

"ჩვენ ნანუაშვილს არაერთხელ მივმართეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე, თუმცა ამ ადამიანს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ახლა ნანუაშვილმა დაიწყო საკუთარ კომფორტზე ზრუნვა. ის დაკავებულია მხოლოდ საკუთარ სტომაქზე ზრუნვით. 105 000 ლარი უნდა გადავიხადოთ ჩვენ ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ უჩა ნანუაშვილს მანქანა ვუყიდოთ. ძველი ავტომობილები, რომლებიც "ჰიუნდაის" მარკის იყო, ჩამოწერეს და შეფასდა 7 000 ლარად. ახალი ავტომობილები უჩა ნანუაშვილს 15 აპრილს ეყოლება", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ვიდეო: როგორ გამოიყურება სახალხო დამცველის 105 000 ლარად ღირებული "მერსედესი"

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ სახალხო დამცველის ოფისს შეუქმნას ფუნქციონირებისთვის ყველა პირობა. "ჩვენ რომ შეგვეძინა სხვა მარკის ავტომობილი, შესაძლოა, ავტომობილის საბაზრო ფასი ნაკლები ყოფილიყო, თუმცა შესყიდვის შემდეგ მანქანებს ექნება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ გათვლილი გვაქვს იმაზე, რომ მანქანა გამოიყენება ხანგრძლივი ვადით. რაც შეეხება თანხას, თუ რამდენი გამოიყო ბიუჯეტიდან, მე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, გაზრდილია მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისთან და ასევე გაზრდილია სახალხო დამცველის სამუშაო მასშტაბები. შესაბამისად, გადაწყვეტილება ადეკვატურად იქნა მიღებული. აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის ოფისთან მოტანილი ჰქონდათ ბანერები "გადადგეს უჩა ნანუაშვილი", "უჩა ნანუაშვილი მოქალაქეებზე არ ზრუნავს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია