სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
In Vino Veritas - მეღვინეები შოუბიზნესის სამყაროდან
In Vino Veritas - მეღვინეები შოუბიზნესის სამყაროდან

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, შო­უ­ბიზ­ნე­სის სამ­ყა­როს არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეთან­ხმე­ბა გა­მოთ­ქმას, რომ "ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღვი­ნო­შია". ახალ­გაზ­რდა ასა­კის, თუ უკვე ხან­ში შე­სულ ჰო­ლი­ვუ­დე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მეღ­ვი­ნის როლ­ში ყოფ­ნა. ზო­გი­ერ­თი უბ­რა­ლოდ ინ­ვეს­ტი­რე­ბას ახ­დენს ვე­ნა­ხებ­ში, ღვი­ნოს კი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი ქმნის. ზო­გი­ერ­თი კი თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს რთველ­სა და წარ­მო­ე­ბა­ში და თა­ვად­ვე ხდე­ბა სა­კუ­თა­რი ღვი­ნის ავ­ტო­რი.

სტინ­გი

1997 წელს სტინ­გმა ტოს­კა­ნა­ში მა­მუ­ლი შე­ი­ძი­ნა და ვე­ნა­ხე­ბი გა­ა­შე­ნა. მომ­ღე­რალ­მა სა­კუ­თა­რი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც თა­ვი­სი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის ღვი­ნის ბოთ­ლე­ბით სავ­სე მა­რა­ნი მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ღვი­ნის ბოთ­ლებს მას თურ­მე თა­ვად სტინ­გი ჩუქ­ნი­და. რო­გორც ჩანს, ამ სი­ლა­მა­ზემ მუ­სი­კო­სი გულ­გრი­ლი არ და­ტო­ვა და სა­კუ­თა­რი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

თა­ვი­დან სტინ­გი და მისი მე­უღ­ლე ტრუ­დი მხო­ლოდ ოჯა­ხის­თვის აყე­ნებ­დნენ ღვი­ნოს, შემ­დეგ კი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ღვი­ნო პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და ქი­მი­კა­ტე­ბის გა­რე­შე მოყ­ვა­ნი­ლი ყუ­რძნის­გან იქ­მნე­ბა. მომ­ღე­რა­ლი წე­ლი­წად­ში 30 ათა­სი ბოთ­ლის გა­მოშ­ვე­ბას გეგ­მავ­და. თა­ვი­სი ტოს­კა­ნუ­რი ვი­ლის მახ­ლობ­ლად მან პა­ტა­რა მა­ღა­ზია გახ­სნა, სა­დაც ღვი­ნოს­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის სხვა ორ­გა­ნულ პრო­დუქტსაც ჰყი­დის. ბოთ­ლი ღვი­ნის ფასი 15-დან 60 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი

2009 წელს ან­ტო­ნიო ბან­დერა­სის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა - იგი Bodegas Anta Natura-ს თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და ეს­პა­ნე­თის რე­გი­ონ რი­ბე­ი­რა დელ დუ­ე­რო­ში და მეღ­ვი­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ღვი­ნის სა­წარ­მომ სა­ხე­ლი იც­ვა­ლა, მას Anta Banderas ეწო­და. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი აქვს, მისი სა­წარ­მო წე­ლი­წად­ში 1,5 მი­ლი­ონ ბოთლს უშ­ვებს.

ან­ტო­ნიო ამ საქ­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბით ნაკ­ლე­ბად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მას ღვი­ნის შექ­მნის პრო­ცე­სი უფრო ხიბ­ლავს. ეს­პა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ნი­უ­ან­სებს სწავ­ლობს და ყო­ველ ჯერ­ზე ღვი­ნის ხა­რის­ხი­სა და გე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს. ბან­დერა­სი სა­წარ­მოს­თან ახ­ლოს სას­ტუმ­როს გახ­სნა­საც გეგ­მავს, სა­დაც მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ებს გა­მარ­თავს.

მა­დო­ნა

მა­დო­ნას მეღ­ვი­ნე­ო­ბის ბიზ­ნე­სი, რომ­ლის პარტნი­ო­რი მომ­ღერ­ლის მამა და მისი მე­უღ­ლეა, 1995 წლი­დან არ­სე­ბობს. თუმ­ცა, მა­მამ მხო­ლოდ 10 წლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სურ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო და აპი­რებს ღვი­ნის 5 სა­ხე­ო­ბის შექ­მნას, რო­მელ­საც ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხელს და­არ­ქმევს. ღვი­ნის გა­მოშ­ვე­ბა მა­დო­ნას მე­ა­თე სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მის Confessions on a Dance Floor გა­მოშ­ვე­ბას და­ემ­თხვა. სას­მე­ლის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი სე­რია თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მი­ი­ღეს. ამას­თან, ბოთ­ლი ღვი­ნის ფასი არ­ცთუ ისე ძვი­რი - 40 დო­ლა­რი იყო. დღეს­დღე­ო­ბით, მა­დო­ნა და მისი ოჯა­ხი ღვი­ნოს აშშ-ის თით­ქმის ყვე­ლა შტატ­ში ყი­დი­ან. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ღვი­ნის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ის გა­მოშ­ვე­ბა კვლავ აღ­დგე­ბა და მომ­ღერ­ლის მა­მას ამ თხოვ­ნით ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.

დრიუ ბე­რი­მო­რი

ლა­მაზ­მა­ნი დრიუ ბე­რი­მო­რი არ ჩა­მორ­ჩე­ბა კო­ლე­გებს და ასე­ვე აწარ­მო­ებს სა­კუ­თარ ღვი­ნოს. ხი­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რი ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­მა დრი­უმ შექ­მნა ღვი­ნო, რო­მე­ლიც მის გე­მოვ­ნე­ბას ასა­ხავს - დი­ნა­მი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი. ეტი­კე­ტის დი­ზა­ი­ნი შე­პარდ ფე­ი­რიმ შექ­მნა, რო­მელ­მაც ბე­რი­მო­რე­ბის ლე­გენ­და­რულ სამ­სა­ხი­ო­ბო ოჯახს პა­ტი­ვი მი­ა­გო და მათი საგ­ვა­რე­უ­ლო ღერ­ბი გა­მო­სა­ხა. ჯერ­ჯე­რო­ბით მსა­ხი­ობს დიდი ვე­ნა­ხი არ აქვს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს მე­ტის შე­ძე­ნას. დრიუ ღვი­ნოს ყუ­რძნის ჯი­შის­გან - პინო გრი­ჯიო აწარ­მო­ებს. 2012 წლის აპ­რილ­ში ბე­რი­მო­რის ღვი­ნომ ღვი­ნის მსოფ­ლიო უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში - Le Challenge International du Vin, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ტარ­დე­ბა, ოქ­როს მე­და­ლი აიღო.

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ბრედ პიტი

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ და ბრედ პიტ­მა წარ­მა­ტე­ბას უამ­რავ სფე­რო­ში მი­აღ­წი­ეს, მათ შო­რის, მეღ­ვი­ნე­ო­ბა­შიც. ან­ჯე­ლი­ნამ და ბრედ­მა ამ საქ­მის­თვის დამ­ხმა­რედ ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე მარკ პე­რე­ნი მი­იწ­ვი­ეს. მსა­ხი­ო­ბე­ბის მა­მუ­ლი ვე­ნა­ხე­ბით საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც მათ 2012 წელს 60 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს. 2013 წელს ბრან­ჯე­ლი­ნას ღვი­ნო მსოფ­ლი­ოს ტოპ-100 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ში შე­ვი­და - რე­ი­ტინ­გში 84-ე ად­გი­ლით. ბოთ­ლი ღვი­ნის ფასი 25-დან 50 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა

1975 წელს ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ნა­პას ხე­ო­ბა­ში ას­წლო­ვა­ნი ვე­ნა­ხი შე­ი­ძი­ნა. ამ­ჟა­მად კო­პო­ლა 2000 ჰექ­ტარ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი ვე­ნა­ხე­ბის მფლო­ბე­ლია. მის მა­მულს Rubicon Estate ეწო­დე­ბა, რე­ჟი­სო­რის სა­ფირ­მო ღვი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად. ღვი­ნის ფასი საკ­მა­ოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია - ფრენ­სის­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მისი ღვი­ნო, რო­გორც მისი ფილ­მე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი ამე­რი­კე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს. ბოთ­ლი ღვი­ნის ფასი 10-20 დო­ლა­რია.

რო­ბერ­ტო კა­ვა­ლი

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ოჯა­ხი მეღ­ვი­ნე­ო­ბით ახ­ლა­ხან და­კავ­და. სა­წარ­მოო სა­კი­თხებს რო­ბერ­ტოს ვაჟი, ტო­მა­ზო ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მელ­მაც მეღ­ვი­ნე­ო­ბა ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ საქ­მედ აქ­ცია. ღვი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია მხო­ლოდ 5 ათა­სი ბოთ­ლი იყო, ამ­ჟა­მად ოჯა­ხი წე­ლი­წად­ში 10 ათას ბოთლზე მეტს აწარ­მო­ებს. კა­ვა­ლის ღვი­ნო რეს­ტორ­ნებ­სა და ღვი­ნის ბუ­ტი­კებ­ში იყი­დე­ბა. Tenuta Degli Dei 60 დო­ლა­რი ღირს, Tenuta Degli Dei Cavalli Collection - შავ ბოთ­ლში დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ოქ­როს დე­ტა­ლე­ბით - 480 დო­ლა­რი.

კრის­ტო­ფერ ლამ­ბე­რი

კრის­ტო­ფე­რი ვე­ნა­ხებს რო­ნის ხე­ო­ბა­ში ფლობს. მსა­ხი­ო­ბი ღვი­ნოს Côtes du Rhône მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით აწარ­მო­ებს (წე­ლი­წად­ში 5 ათა­სი ყუთი). ლამ­ბე­რის ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის მსურ­ვე­ლი უამ­რა­ვია, თა­ნაც ის ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად - 10 ევ­როდ იყი­დე­ბა. კრის­ტო­ფერს ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ცნო­ბი­ლი სო­მე­ლიე ერიკ ბო­მა­რი ეხ­მა­რე­ბა, სწო­რედ მას­თან ერ­თად 1998 წელს შე­ი­ძი­ნა მსა­ხი­ობ­მა რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტა­რი მიწა ღვი­ნის ქარ­ხა­ნას­თან ერ­თად.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

In Vino Veritas - მეღვინეები შოუბიზნესის სამყაროდან

In Vino Veritas - მეღვინეები შოუბიზნესის სამყაროდან

როგორც აღმოჩნდა, შოუბიზნესის სამყაროს არაერთი წარმომადგენელი ეთანხმება გამოთქმას, რომ "ჭეშმარიტება ღვინოშია". ახალგაზრდა ასაკის, თუ უკვე ხანში შესულ ჰოლივუდელებს ძალიან მოსწონთ მეღვინის როლში ყოფნა. ზოგიერთი უბრალოდ ინვესტირებას ახდენს ვენახებში, ღვინოს კი პროფესიონალთა გუნდი ქმნის. ზოგიერთი კი თავად მონაწილეობს რთველსა და წარმოებაში და თავადვე ხდება საკუთარი ღვინის ავტორი.

სტინგი

1997 წელს სტინგმა ტოსკანაში მამული შეიძინა და ვენახები გააშენა. მომღერალმა საკუთარი ღვინის წარმოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავისი ადმინისტრატორის ღვინის ბოთლებით სავსე მარანი მოინახულა. საინტერესოა, რომ ამ ღვინის ბოთლებს მას თურმე თავად სტინგი ჩუქნიდა. როგორც ჩანს, ამ სილამაზემ მუსიკოსი გულგრილი არ დატოვა და საკუთარი ღვინის წარმოება დაიწყო.

თავიდან სტინგი და მისი მეუღლე ტრუდი მხოლოდ ოჯახისთვის აყენებდნენ ღვინოს, შემდეგ კი წარმოების დაწყება გადაწყვიტეს. ღვინო პესტიციდებისა და ქიმიკატების გარეშე მოყვანილი ყურძნისგან იქმნება. მომღერალი წელიწადში 30 ათასი ბოთლის გამოშვებას გეგმავდა. თავისი ტოსკანური ვილის მახლობლად მან პატარა მაღაზია გახსნა, სადაც ღვინოსთან ერთად საკუთარი წარმოების სხვა ორგანულ პროდუქტსაც ჰყიდის. ბოთლი ღვინის ფასი 15-დან 60 დოლარამდე მერყეობს.

ანტონიო ბანდერასი

2009 წელს ანტონიო ბანდერასის სანუკვარი ოცნება ახდა - იგი Bodegas Anta Natura-ს თანამფლობელი გახდა ესპანეთის რეგიონ რიბეირა დელ დუეროში და მეღვინეობას მიჰყო ხელი. კონტრაქტის პირობების თანახმად, ღვინის საწარმომ სახელი იცვალა, მას Anta Banderas ეწოდა. ამჟამად მსახიობს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს, მისი საწარმო წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლს უშვებს.

ანტონიო ამ საქმიდან მიღებული მოგებით ნაკლებად არის დაინტერესებული, მას ღვინის შექმნის პროცესი უფრო ხიბლავს. ესპანელი მსახიობი მეღვინეობის ნიუანსებს სწავლობს და ყოველ ჯერზე ღვინის ხარისხისა და გემოს გაუმჯობესებას ცდილობს. ბანდერასი საწარმოსთან ახლოს სასტუმროს გახსნასაც გეგმავს, სადაც მეღვინეობა-მევენახეობის კონფერენციებს გამართავს.

მადონა

მადონას მეღვინეობის ბიზნესი, რომლის პარტნიორი მომღერლის მამა და მისი მეუღლეა, 1995 წლიდან არსებობს. თუმცა, მამამ მხოლოდ 10 წლის შემდეგ განაცხადა, რომ სასურველი მოსავალი მიიღო და აპირებს ღვინის 5 სახეობის შექმნას, რომელსაც ქალიშვილის სახელს დაარქმევს. ღვინის გამოშვება მადონას მეათე სტუდიური ალბომის Confessions on a Dance Floor გამოშვებას დაემთხვა. სასმელის ლიმიტირებული სერია თაყვანისმცემლებმა აღფრთოვანებით მიიღეს. ამასთან, ბოთლი ღვინის ფასი არცთუ ისე ძვირი - 40 დოლარი იყო.  დღესდღეობით, მადონა და მისი ოჯახი ღვინოს აშშ-ის თითქმის ყველა შტატში ყიდიან. თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ ღვინის ლიმიტირებული კოლექციის გამოშვება კვლავ აღდგება და მომღერლის მამას ამ თხოვნით ხშირად მიმართავენ.

დრიუ ბერიმორი

ლამაზმანი დრიუ ბერიმორი არ ჩამორჩება კოლეგებს და ასევე აწარმოებს საკუთარ ღვინოს. ხილის მსუბუქი თეთრი ღვინის მოყვარულმა დრიუმ შექმნა ღვინო, რომელიც მის გემოვნებას ასახავს - დინამიური და ხალისიანი. ეტიკეტის დიზაინი შეპარდ ფეირიმ შექმნა, რომელმაც ბერიმორების ლეგენდარულ სამსახიობო ოჯახს პატივი მიაგო და მათი საგვარეულო ღერბი გამოსახა. ჯერჯერობით მსახიობს დიდი ვენახი არ აქვს, მაგრამ მომავალში გეგმავს მეტის შეძენას. დრიუ ღვინოს ყურძნის ჯიშისგან - პინო გრიჯიო აწარმოებს. 2012 წლის აპრილში ბერიმორის ღვინომ ღვინის მსოფლიო უმსხვილეს საერთაშორისო კონკურსში - Le Challenge International du Vin, რომელიც საფრანგეთში ტარდება, ოქროს მედალი აიღო.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა წარმატებას უამრავ სფეროში მიაღწიეს, მათ შორის, მეღვინეობაშიც. ანჯელინამ და ბრედმა ამ საქმისთვის დამხმარედ ცნობილი მეღვინე მარკ პერენი მიიწვიეს. მსახიობების მამული ვენახებით საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც მათ 2012 წელს 60 მილიონ დოლარად შეიძინეს. 2013 წელს ბრანჯელინას ღვინო მსოფლიოს ტოპ-100 საუკეთესო ღვინოში შევიდა - რეიტინგში 84-ე ადგილით. ბოთლი ღვინის ფასი 25-დან 50 დოლარამდე მერყეობს.

ფრენსის ფორდ კოპოლა

1975 წელს ცნობილმა რეჟისორმა კალიფორნიაში, ნაპას ხეობაში ასწლოვანი ვენახი შეიძინა. ამჟამად კოპოლა 2000 ჰექტარზე განლაგებული სერთიფიცირებული ორგანული ვენახების მფლობელია. მის მამულს Rubicon Estate ეწოდება, რეჟისორის საფირმო ღვინის პატივსაცემად. ღვინის ფასი საკმაოდ დემოკრატიულია - ფრენსისმა გადაწყვიტა, რომ მისი ღვინო, როგორც მისი ფილმები, ნებისმიერი ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბოთლი ღვინის ფასი 10-20 დოლარია.

რობერტო კავალი

ცნობილი დიზაინერის ოჯახი მეღვინეობით ახლახან დაკავდა. საწარმოო საკითხებს რობერტოს ვაჟი, ტომაზო ხელმძღვანელობს, რომელმაც მეღვინეობა ცხოვრების მთავარ საქმედ აქცია. ღვინის პირველი პარტია მხოლოდ 5 ათასი ბოთლი იყო, ამჟამად ოჯახი წელიწადში 10 ათას ბოთლზე მეტს აწარმოებს. კავალის ღვინო რესტორნებსა და ღვინის ბუტიკებში იყიდება. Tenuta Degli Dei 60 დოლარი ღირს, Tenuta Degli Dei Cavalli Collection - შავ ბოთლში დიზაინერული ოქროს დეტალებით - 480 დოლარი.

კრისტოფერ ლამბერი

კრისტოფერი ვენახებს რონის ხეობაში ფლობს. მსახიობი ღვინოს Côtes du Rhône მცირე რაოდენობით აწარმოებს (წელიწადში 5 ათასი ყუთი). ლამბერის ღვინის დაგემოვნების მსურველი უამრავია, თანაც ის ხელმისაწვდომ ფასად - 10 ევროდ იყიდება. კრისტოფერს ამ საქმიანობაში ცნობილი სომელიე ერიკ ბომარი ეხმარება, სწორედ მასთან ერთად 1998 წელს შეიძინა მსახიობმა რამდენიმე ჰექტარი მიწა ღვინის ქარხანასთან ერთად.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება