პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე
ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ. ბრი­ფინ­გი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა ვა­სა­ძემ გა­მარ­თა:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან და სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მი­მარ­თა აშშ-ს სა­ელ­ჩოს, რათა გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა. კერ­ძოდ, ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­გორც ცნო­ბი­ლია აიტ­ვირ­თა ინ­ტერ­ნეტ გვერ­დებ­ზე - "FACEBOOK"-ზე და "YOUTUBE"-ზე, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კელ კო­ლე­გებს სა­ექ­სპერ­ტო და სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, უწყე­ბამ მი­მარ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ექ­სპერ­ტის გა­მო­ყო­ფის თხოვ­ნით. ამე­რი­კულ­მა მხა­რემ დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი მი­მარ­თვის­თა­ნა­ვე გა­მოთ­ქვა. შე­სა­ბა­მი­სად, დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს აქ­ტი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (FBI) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დეც გა­მო­ძი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აშშ-ს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და აქ­ტი­უ­რად, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­ზღუ­დუ­ლია ისა­უბ­როს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ დრომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ: შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის, ისე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ორას­ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

კერ­ძოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, 25 სხვა­დას­ხვა სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, რა დრო­საც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა: სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი 166 ერ­თე­უ­ლი CD და DVD დის­კი, 26 ერ­თე­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, 37 ერ­თე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, 86 ერ­თე­უ­ლი სიმ­ბა­რა­თი, 53 ერ­თე­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, 5 ერ­თე­უ­ლი გარე მეხ­სი­ე­რე­ბის მყა­რი დის­კი; ჩა­ტარ­და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი 41 ობი­ექ­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ხოლო ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ 59 ობი­ექ­ტზე და­ნიშ­ნუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა; გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი; მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა 50-მდე პირი. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის 16 შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ­ლის ეფექ­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბის და დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით ქარ­თუ­ლი მხა­რე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მო­ებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით. იგი მო­ი­ცავს ბოლო პე­რი­ოდ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (FBI) წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ინ­ტენ­სი­ურ გა­მო­ძი­ე­ბას აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ჩე­ნი­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს (FBI)" - გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე

ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. ბრიფინგი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გამართა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე - "FACEBOOK"-ზე და "YOUTUBE"-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში.

იხილეთ ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, საზოგადოებას გააცნობს მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ: შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას. საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოჩენილი ძალისხმევისა და გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI)" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ