ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, არქიტექტორი ქალი ზაჰა ჰადიდი, რომლის დიზაინითაც ლონდონის ოლიმპიური აკვაცენტრი შეიქმნა, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ერაყში დაბადებული ჰადიდი პირველი ქალი იყო, რომელმაც შესრულებული სამუშაოსთვის ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის ოქროს მედალი მოიპოვა.
ზაჰა მაიამის საავადმყოფოში, გულის შეტევით გარდაიცვალა, სადაც ბრონქიტისგან განსაკურნებლად იწვა.
მისი დიზაინის მიხედვით, მთელ მსოფლიოში იგებოდა მასშტაბური ნაგებობები, მათ შორის ჰონგ კონგში, გერმანიასა და აზერბაიჯანში.
ის პირველი ქალი არქიტექტორია, რომელმაც პრიტცკერის პრემია მიიღო (ნობელის პრემიის ანალოგი არქიტექტურაში).