Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ითხოვდნენ თუ არა "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტშიც სპიკერის თანამდებობას? - რა გახდა კოალიციაში განხეთქილების მიზეზი?!
ითხოვდნენ თუ არა "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტშიც სპიკერის თანამდებობას? - რა გახდა კოალიციაში განხეთქილების მიზეზი?!

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია - "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" არ­ჩევ­ნებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გავ­ლენ, თუმ­ცა რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კო­ა­ლი­ცი­ას­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით, მათ­თვი­საც კი უც­ნო­ბია. რა­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და­მო­უ­კი­დებ­ლად გას­ვლის სა­კი­თხი? - სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­ლუ­ა­რებ­ში უკვე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა" და პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზეზ­ზე. რო­გორც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა", პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბის­გან ვერ მი­ი­ღეს გა­რან­ტია, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და. მე­ტიც, კუ­ლუ­ა­რებ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" მხო­ლოდ ექ­ვსკა­ცი­ა­ნი ფრაქ­ცი­ის შექ­მნა­საც კი და­თან­ხმდნენ, თუ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში პოსტს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან ვცა­დეთ, თუმ­ცა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა კუ­ლუ­ა­რებ­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ არ ისურ­ვა, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი კო­ა­ლი­ცი­ის­თვის მსგავ­სი მო­თხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა უარ­ყო:

- და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა, აქ სხვა, ბევ­რად ღრმა სა­კი­თხებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

- თუ არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თუნ­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში კო­ა­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­გი­წევთ?

- ბუ­ნებ­რი­ვია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მხო­ლოდ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე შევ­თან­ხმდე­ბით, ისიც კარ­გად გვეს­მის, რომ თან იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში და თან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია აწარ­მოო, არ იქ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რი. აქ სა­უ­ბა­რია გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლა­ზე. ჩვენ ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ ვი­ღაც შან­ტა­ჟის­ტე­ბის, "სტა­ლი­ნის­ტე­ბის" მე­თო­დით მოქ­მე­დე­ბას. თუნ­დაც თინა ხი­და­შელს კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბა აბა­რია და არ გვინ­და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა შევ­ქმნათ. ახლა ბევ­რი რამ თა­ვად "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა იქ­ნე­ბა და რა გზას და­ად­გე­ბა. ყვე­ლა ერ­თად შევ­ხე­დავთ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბას ელო­დე­ბით კო­ა­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან?

- ბევ­რი რამ უნდა გა­ირ­კვეს, მათ შო­რის ისიც, ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მე­ტად თუ ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლი. გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში შე­საძ­ლოა პი­რი­ქით, მხა­რიც და­ვუ­ჭი­როთ, მაგ­რამ წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. გა­აჩ­ნია, პრო­ცე­სე­ბი რა სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლებს არას­დროს და­ვუ­ჭერთ მხარს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოთახ­ში სტა­ლი­ნის სუ­რა­თის ჩა­მო­კი­დე­ბას დაგ­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ითხოვდნენ თუ არა "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტშიც სპიკერის თანამდებობას? - რა გახდა კოალიციაში განხეთქილების მიზეზი?!

ითხოვდნენ თუ არა "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტშიც სპიკერის თანამდებობას? - რა გახდა კოალიციაში განხეთქილების მიზეზი?!

გადაწყვეტილება მიღებული და გასაჯაროებულია - "რესპუბლიკელები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, თუმცა როგორ წარმოუდგენიათ თანამშრომლობა კოალიციასთან, ჯერჯერობით, მათთვისაც კი უცნობია. რატომ დადგა დღის წესრიგში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად გასვლის საკითხი? - საპარლამენტო კულუარებში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, "რესპუბლიკელებმა", პოლიტიკური პარტნიორებისგან ვერ მიიღეს გარანტია, რომ დავით უსუფაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგაც უხელმძღვანელებდა. მეტიც, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ კოალიციის ხელმძღვანელობასთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, "რესპუბლიკელები" მხოლოდ ექვსკაციანი ფრაქციის შექმნასაც კი დათანხმდნენ, თუ დავით უსუფაშვილი მომავალ პარლამენტში პოსტს შეინარჩუნებდა. ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება პარტიის ლიდერებთან ვცადეთ, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა კულუარებზე ლაპარაკი საერთოდ არ ისურვა, დავით ზურაბიშვილმა კი კოალიციისთვის მსგავსი მოთხოვნის წაყენება უარყო:

- დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით გარანტიების მიღებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, აქ სხვა, ბევრად ღრმა საკითხებზე იყო საუბარი.

- თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას, როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კოალიციასთან თანამშრომლობა, თუ გაერთიანების დატოვება მაინც მოგიწევთ?

- ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდებით, ისიც კარგად გვესმის, რომ თან იყო გაერთიანებაში და თან დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია აწარმოო, არ იქნება ლოგიკური. აქ საუბარია გარკვეული ეტაპების გავლაზე. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ვიღაც შანტაჟისტების, "სტალინისტების" მეთოდით მოქმედებას. თუნდაც თინა ხიდაშელს კონკრეტული უწყება აბარია და არ გვინდა არასტაბილურობის განცდა შევქმნათ. ახლა ბევრი რამ თავად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, რა იქნება და რა გზას დაადგება. ყველა ერთად შევხედავთ მათ გადაწყვეტილებებს.

- კონკრეტულად რა საკითხებზე შეთანხმებას ელოდებით კოალიციის ხელმძღვანელობისგან?

- ბევრი რამ უნდა გაირკვეს, მათ შორის ისიც, ჩვენი დამოკიდებულება იქნება მეტად თუ ნაკლებად კრიტიკული. გარკვეულ საკითხებში შესაძლოა პირიქით, მხარიც დავუჭიროთ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. გააჩნია, პროცესები რა სცენარით განვითარდება. ბუნებრივია, ისეთ გადაწყვეტილებს არასდროს დავუჭერთ მხარს, რომელიც ყველა ოთახში სტალინის სურათის ჩამოკიდებას დაგვავალდებულებს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."