პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ - ნუკრი ქანთარია
თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ - ნუკრი ქანთარია

ხე­ლოვ­ნუ­რად არაფ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ ღირს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტა­ტი ნუკ­რი ქან­თა­რია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც ქან­თა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, კო­ა­ლი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი თავი ამო­წუ­როს.

"პარ­ლა­მენ­ტში სულ 12 პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა დარ­ჩა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, ამ სხდო­მებს გავ­წევთ ერ­თი­ა­ნი, უმ­რავ­ლე­სო­ბის რე­ჟიმ­ში, თუმ­ცა თვალ­ში­სა­ცე­მი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას და­ი­ნა­ხავს. ხე­ლოვ­ნუ­რად არაფ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ ღირს. ბუ­ნებ­რი­ვი და ორ­გა­ნუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა­ფე­რი არ არის იმა­ში დრა­მა­ტუ­ლი, რომ კო­ა­ლი­ცია ამო­წუ­რავს ნელ-ნელა თა­ვის თავს და ყვე­ლა თა­ვის ბარ­გი­ბარ­ხა­ნით გა­უდ­გე­ბა გზას, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ.

დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

"ვფიქ­რობ, რომ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მათ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, მაგ­რამ და­ნარ­ჩენს, ალ­ბათ, პრე­მი­ე­რი გა­და­წყვეტს. არ მი­მაჩ­ნია, რომ დღეს მათ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უნდა და­ტო­ვონ. შევ­ხე­დავთ რა სტილს აირ­ჩე­ვენ ისი­ნი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ თუ არა იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თაც მო­ვე­დით ჩვენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყდე­ბა უკვე ეს სა­კი­თხი", – გან­მარ­ტა მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტატ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე ხომ არ შექ­მნის უხერ­ხუ­ლო­ბას, რომ პარ­ლა­მენ­ტში თავ­მჯდო­მა­რე "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა, ქან­თა­რი­ას თქმით, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს არ გა­ა­ტა­რებს.

"ჩვენ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი არ აგ­ვირ­ჩე­ვია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" კვო­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ავირ­ჩი­ეთ მისი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ მგო­ნია, რომ მან ახლა და­ი­წყოს ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა ამ დარ­ჩე­ნილ დრო­ში. თუ ეს ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ - რო­გორც ავირ­ჩი­ეთ, ისე გა­და­ვირ­ჩევთ, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ საქ­მე აქამ­დე მი­ვი­დეს. ამას ვამ­ბობ ხაზ­გას­მით," - გა­ნა­ცხა­და ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ - ნუკრი ქანთარია

თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ - ნუკრი ქანთარია

ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კოალიციამ შეიძლება დროთა განმავლობაში თავისი თავი ამოწუროს.

"პარლამენტში სულ 12 პლენარული სხდომა დარჩა ჩასატარებელი. ვფიქრობ, ამ სხდომებს გავწევთ ერთიანი, უმრავლესობის რეჟიმში, თუმცა თვალშისაცემი იქნება განსხვავებები და საზოგადოება ამას დაინახავს. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს. ბუნებრივი და ორგანულია ეს ყველაფერი. არაფერი არ არის იმაში დრამატული, რომ კოალიცია ამოწურავს ნელ-ნელა თავის თავს და ყველა თავის ბარგიბარხანით გაუდგება გზას, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის განმარტებით, "რესპუბლიკელებმა" თანამდებობები ჯერჯერობით უნდა შეინარჩუნონ.

"ვფიქრობ, რომ უნდა შეინარჩუნონ მათ თანამდებობები, მაგრამ დანარჩენს, ალბათ, პრემიერი გადაწყვეტს. არ მიმაჩნია, რომ დღეს მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. შევხედავთ რა სტილს აირჩევენ ისინი. შეინარჩუნებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობითაც მოვედით ჩვენ და აქედან გამომდინარე გადაწყდება უკვე ეს საკითხი",  – განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ შექმნის უხერხულობას, რომ პარლამენტში თავმჯდომარე ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი იქნება, ქანთარიას თქმით, დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიულ ინტერესებს არ გაატარებს.

,,ჩვენ დავით უსუფაშვილი არ აგვირჩევია ,,რესპუბლიკელების" კვოტიდან გამომდინარე. ავირჩიეთ მისი თვისებებიდან გამომდინარე. არ მგონია, რომ მან ახლა დაიწყოს ვიწროპარტიული ინტერესების გატარება ამ დარჩენილ დროში. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ - როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ამას ვამბობ ხაზგასმით," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."