სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში
დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში

ოპო­ზი­ცი­ა­ში დღეს ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ვი­ხი­ლეთ – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე კო­ა­ლი­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დაშ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ინარ­ჩუ­ნებს მი­ნის­ტრე­ბის პორ­ტფე­ლებს და ამა­ვე დროს მი­დის ოპო­ზი­ცი­ა­ში, გახ­ლავთ უბ­რა­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვა­ლის ახ­ვე­ვა. მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "რეს­პუბ­ლი­კურ" პარ­ტი­ას მიჰ­ყვე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბი.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი" პარ­ტი­ის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოი­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რღვე­ვის და­წყე­ბა. მთე­ლი ის სა­უ­ბა­რი, რაც მო­ვის­მი­ნეთ კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე, თით­ქოს პარ­ტია ინარ­ჩუ­ნებს მი­ნის­ტრე­ბის პორ­ტფე­ლებს და ამა­ვე დროს მი­დის ოპო­ზი­ცი­ა­ში, გახ­ლავთ უბ­რა­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვა­ლის ახ­ვე­ვა. ვი­ნა­ი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ნა­ხე­ვა­რი პარ­ტია იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ნა­ხე­ვა­რი - ოპო­ზი­ცი­ა­ში. ასე­თი რამ პო­ლი­ტი­კა­ში არ ხდე­ბა და ეს ნიშ­ნავს მხო­ლოდ ერთს, რომ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ი­დან მთლი­ან გას­ვლამ­დე. "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" მიჰ­ყვე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბი. დღეს ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ვი­ხი­ლეთ. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ერ­თი­ა­ნო­ბა არ გა­აჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

რო­გორც და­ვით ბაქ­რა­ძემ დღე­ვან­დელ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დაშ­ლა, რო­მე­ლიც დღეს და­ი­წყო, ლო­გი­კუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­შო­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, 2016 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად, ჩა­ვა­ტა­როთ არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ის­ტო­რი­ას ჩა­ვა­ბა­როთ ის პარ­ტია, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნას გა­ჩე­რე­ბის და ფრუსტრა­ცი­ის მეტი ვე­რა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ქართველი
0

2008-ში ქუდმოგლეჯილი რომ გარბოდი საბაჟოსკენ გასაქცევად, შენ თუ დაგავიწყდა,ჩვენ გვახსოვს.მოკეტე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში

დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში

ოპოზიციაში დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ – ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კოალიცა "ქართული ოცნების" დაშლის გადაწყვეტილებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში შემავალი სუბიექტების დამოუკიდებლად მონაწილეობას.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში "რესპუბლიკურ" პარტიას მიჰყვება სხვა პარტიები.

"რესპუბლიკური" პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოიფიციალურად გაფორმდა კოალიცია "ქართული ოცნების" რღვევის დაწყება. მთელი ის საუბარი, რაც მოვისმინეთ კონსტრუქციაზე, თითქოს პარტია ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევა. ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება "რესპუბლიკელების" კოალიციიდან მთლიან გასვლამდე. "რესპუბლიკურ პარტიას" მიჰყვება სხვა პარტიები. დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ. ეს ბუნებრივია, რადგან "ქართულ ოცნებას" არანაირი ღირებულებითი ერთიანობა არ გააჩნდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" დაშლა, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართული ოცნების საბოლოოდ ჩამოშორებით ხელისუფლებიდან, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

"ჩვენი ამოცანა იქნება მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი მოუტანა", - განაცხადა ბაქრაძემ.