პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის ტყუპი ძმების გამოგონება, რომელიც გაზის გაჟონვისგან, ხანძრისგან და ჰაერის დაბინძურებისგან დაგიცავთ
14 წლის ტყუპი ძმების გამოგონება, რომელიც გაზის გაჟონვისგან, ხანძრისგან და ჰაერის დაბინძურებისგან დაგიცავთ

14 წლის ტყუ­პი ძმე­ბი, გი­ორ­გი და დე­მეტ­რე კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლე­ბი პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი არი­ან. მათი ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი სის­ტე­მა - ACS (Air Cleaning System), აფიქ­სი­რებს ჰა­ერ­ში გა­ზის, მტვრის, ორ­თქლი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის დო­ნეს, თუ მდგო­მა­რე­ო­ბა ცდე­ბა ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებს, მა­შინ ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გამ­წო­ვი და გამ­წმენ­დი სი­ტე­მე­ბი, მფლო­ბელს კი ტე­ლე­ფონ­ზე მის­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა მო­ცე­მულ ად­გი­ლას.

ბი­ჭე­ბი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ამას­თან "იუჯი ლი­მე­სის" რო­ბო­ტექ­ნი­კი­სა და ელექტრო­ნი­კის აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლო­ბენ. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ტყუ­პებს ტექ­ნი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვთ. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რე­ბენ. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ. ცოტა ხნის წინ, მათ­მა გა­მო­გო­ნე­ბამ ტექ­ნო­ლო­გი­ურ პარკში გა­მარ­თულ ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის რეს­პუბ­ლი­კურ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა. უფრო დე­ტა­ლუ­რად პრო­ექ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე გი­ორ­გი და დე­მეტ­რე კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლე­ბი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

"ჩვე­ნი შექ­მნი­ლი სის­ტე­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ შე­ნო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნოს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. კერ­ძოდ, გაწ­მინ­დოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, ჩარ­თოს სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, გა­და­კე­ტოს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წყა­რო და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით გა­აგ­ზავ­ნოს. სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­წყობ­ში და ყვე­ლა სხვა ად­გი­ლას, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

სის­ტე­მის პრო­ტო­ტი­პი უკვე შექ­მნი­ლი და გა­მოც­დი­ლია. მისი აწყო­ბა ბი­ჭებს 85 აშშ დო­ლა­რი და­უჯ­დათ. ტყუ­პი ძმე­ბი ინ­ჟი­ნერ გუ­რამ ჩა­გა­ნა­ვას­თან ერ­თად სა­მო­მავ­ლოდ მის დახ­ვე­წა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. სის­ტე­მა­ზე და­მონ­ტაჟ­დე­ბა ეკ­რა­ნი, რო­მელ­ზეც გან­თავ­სდე­ბა მე­ნიუ. ხელ­სა­წყოს და­ბინ­ძუ­რე­ბის სიმ­ძლა­ვის გან­სა­ზღვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ბი­ჭე­ბი გა­მო­გო­ნე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.

ამ ეტაპ­ზე ხელ­სა­წყოს ჰა­ერ­ში მტვრის, ორ­თქლი­სა და კვამ­ლის დო­ნის გან­სა­ზღვრაც შე­უძ­ლია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად მხო­ლოდ ჰა­ე­რის გამ­წმენდ სის­ტე­მას რთავს. რო­გორც პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნებ­ლებ­მა აგ­ვიხ­სნეს, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა უფრო სა­ხი­ფა­თოა და სის­ტე­მა მხო­ლოდ მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავს რე­ა­გი­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი სის­ტე­მის პრო­ექ­ტით გი­ორ­გი და დე­მეტ­რე კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლე­ბი ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ფი­ნალ­შიც გა­და­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო ფი­ნა­ლის­ტთა სა­მე­ულ­ში ვერ მოხ­ვდნენ. მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს დიდ სტი­მულს აძ­ლევს და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"სა­მა­ჯუ­რი ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით ტე­ლე­ფონს მუხ­ტავს" - ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის გა­მო­გო­ნე­ბამ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა

ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბა - ხელ­თათ­მა­ნი, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად გაქ­ცევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

14 წლის ტყუპი ძმების გამოგონება, რომელიც გაზის გაჟონვისგან, ხანძრისგან და ჰაერის დაბინძურებისგან დაგიცავთ

14 წლის ტყუპი ძმების გამოგონება, რომელიც გაზის გაჟონვისგან, ხანძრისგან და ჰაერის დაბინძურებისგან დაგიცავთ

14 წლის ტყუპი ძმები, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები პატარა გამომგონებლები არიან. მათი ჰაერის გამწმენდი სისტემა - ACS (Air Cleaning System), აფიქსირებს ჰაერში გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს, თუ მდგომარეობა ცდება ნორმალურ პირობებს, მაშინ ავტომატურად ირთვება შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სიტემები, მფლობელს კი ტელეფონზე მისდის შეტყობინება თუ რა მდგომარეობაა მოცემულ ადგილას.

ბიჭები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები არიან, ამასთან "იუჯი ლიმესის" რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემიაში სწავლობენ. ორი წლის განმავლობაში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ტყუპებს ტექნიკური მეცნიერებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით აპირებენ. თუმცა, კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ აქვთ. ცოტა ხნის წინ, მათმა გამოგონებამ ტექნოლოგიურ პარკში გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში გაიმარჯვა. უფრო დეტალურად პროექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"ჩვენი შექმნილი სისტემის მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერ შენობაში აღმოაჩინოს ბუნებრივი აირის გაჟონვა და მიიღოს შესაბამისი ზომები. კერძოდ, გაწმინდოს დაბინძურებული ჰაერი, ჩართოს სიგნალიზაცია, გადაკეტოს ბუნებრივი აირის წყარო და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოს. სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას საცხოვრებელ სახლში, საწყობში და ყველა სხვა ადგილას, სადაც მნიშვნელოვანია მდგომარეობის კონტროლი" - გვეუბნება გიორგი.

სისტემის პროტოტიპი უკვე შექმნილი და გამოცდილია. მისი აწყობა ბიჭებს 85 აშშ დოლარი დაუჯდათ. ტყუპი ძმები ინჟინერ გურამ ჩაგანავასთან ერთად სამომავლოდ მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე გააგრძელებენ მუშაობას. სისტემაზე დამონტაჟდება ეკრანი, რომელზეც განთავსდება მენიუ. ხელსაწყოს დაბინძურების სიმძლავის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება. ბიჭები გამოგონების დაპატენტებასაც გეგმავენ.

ამ ეტაპზე ხელსაწყოს ჰაერში მტვრის, ორთქლისა და კვამლის დონის განსაზღვრაც შეუძლია. თუმცა ამ შემთხვევაში, ის ავტომატურად მხოლოდ ჰაერის გამწმენდ სისტემას რთავს. როგორც პატარა გამომგონებლებმა აგვიხსნეს, ამის მიზეზი არის ის, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა უფრო სახიფათოა და სისტემა მხოლოდ მისი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს რეაგირების მაქსიმალურ საშუალებებს.

ჰაერის გამწმენდი სისტემის პროექტით გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ფინალისტთა სამეულში ვერ მოხვდნენ. მე-9 კლასის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მსგავსი კონკურსები სკოლის მოსწავლეებს დიდ სტიმულს აძლევს და ახალგაზრდა თაობას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ეხმარება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ასევე წაიკითხეთ:

"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია