პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო
"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ეხე­ბა. რო­გორც ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი წერს, ის შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­დნის ფაქტს შე­ეს­წრო:

"ვფიქ­რობ ყვე­ლამ იცით რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გად­მო­ვარ­და მე-5 სარ­თუ­ლი­დან. მე პი­რა­დად შე­ვეს­წა­რი ამ ფაქტს და მინ­და ჩემს თვალ­წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შე­ვე­ხო, კერ­ძოდ კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მუ­შა­ო­ბის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­სა და გულ­გრილ მიდ­გო­მას. ახლა, დამ­შვი­დე­ბულ გო­ნე­ბა­ზე შე­ვეც­დე­ბი ზუს­ტად აღვწე­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

შემ­თხვე­ვის დად­გო­მი­დან 2-3 წუთ­ში, 6:29 წუთ­ზე დავ­რე­კე 112-ში და შე­ვა­ტყო­ბი­ნე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, აქვე ვუ­თხა­რი რომ გო­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო და მას სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. მი­თხრეს, რომ ბრი­გა­და გა­მო­სუ­ლი იყო და მალე მო­ვი­დო­და, თუმ­ცა ეს მალე გა­ი­წე­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 22-23 წუთი. პე­რი­ო­დუ­ლად ვრე­კავ­დი 112-ში და ვე­კი­თხე­ბო­დი სად იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და რა­ტომ უნ­დე­ბო­და ამ­დე­ნი ხანი ად­გილ­ზე მის­ვლას, ოპე­რა­ტორ­მა მო­მახ­სე­ნა, რომ ბრი­გა­და სხვა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე იყო და იქი­დან მო­დი­ო­და... გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი ქუ­ჩა­ში სას­წრა­ფოს და­სახ­ვედ­რად და ბო­ლოს რო­გორც იქნა, და­ვი­ნა­ხე სას­წრა­ფო, რო­მელ­მაც პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ამო­უხ­ვია და ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით მო­სე­ირ­ნობ­და, მოყ­ვე­ბო­და მის წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად, არ ჰქონ­და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი ჩარ­თუ­ლი და რომ არა ჩემი და პატ­რუ­ლის (პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ად­გილ­ზე იყო) ძა­ხი­ლი და ხე­ლე­ბის ქნე­ვა, სხვა ქუ­ჩა­ზე აუხ­ვევ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი წა­მი­თაც არ უფიქ­რია აჩ­ქა­რე­ბუ­ლი­ყო და ასე­ვე ზან­ტად გა­აგ­რძე­ლა ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა. მას შემ­დეგ რაც ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ და გო­გო­ნას გა­უ­კე­თეს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი (ჩემი ვა­რა­უ­დია), სა­კა­ცე­ზე გა­და­აწ­ვი­ნეს ისე, რომ კი­სე­რი არ და­უ­ფიქ­სი­რეს...

გა­და­აწ­ვი­ნეს სა­კა­ცე­ზე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე-5 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და, სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გვეხ­ვე­წე­ბო­და, გვერ­დზე გა­და­მატ­რი­ა­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვაო და მი­უ­ხე­და­ვად დიდი სურ­ვი­ლი­სა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ პა­ტა­რა გო­გო­ნას რა­ი­მე­თი დავ­ხმა­რე­ბო­დით და მის­თვის ტკი­ვი­ლი შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა, ვცდი­ლობ­დით მის­თვის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მიგ­ვე­ცა, რად­გან ისე­თი დი­ლე­ტან­ტი­სათ­ვი­საც კი, რო­გო­რიც მე ვარ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში, ცხა­დი იყო რომ მისი გან­ძრე­ვა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ ხერ­ხე­მა­ლი და შე­იძ­ლე­ბა ფუ­ძის ძვა­ლიც კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გან­ძრე­ვა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­საძ­ლოა ფა­ტა­ლუ­რა­დაც კი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ანს, პა­ტა­რა გო­გო­ნას, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი" აწ­ვე­ნენ სა­კა­ცე­ზე და არ უფიქ­სი­რე­ბენ კი­სერს!

ახლა მაქვს რა­მო­დე­ნი­მე კი­თხვა თქვენ­თან 112 Georgia/112 სა­ქარ­თვე­ლო

1. თუ არ გყავთ შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბრი­გა­დე­ბი, რომ გა­სა­ჭირ­ში მყოფ ადა­მი­ანს სწრა­ფად აღ­მო­უ­ჩი­ნოთ დახ­მა­რე­ბა, როცა მათი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ჰკი­დია და თი­თო­ე­უ­ლი წამი გა­დამ­წყვე­ტია, რა­ტომ არ ამა­ტებთ ბრი­გა­დებს?

2. რა­ტომ არ ჰქონ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბი ჩარ­თუ­ლი და რა­ტომ მო­სე­ირ­ნობ­და მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად?

3. რა­ტომ არ და­უ­ფიქ­სი­რეს ადა­მი­ანს კი­სე­რი, როცა სა­ხე­ზე იყო მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის გამო?

აქვე დიდი "სიყ­ვა­რუ­ლით" მო­ვი­კი­თხავ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც არ ატა­რებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას, სა­ხან­ძრო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­საც კი. აუ­ცი­ლებ­ლათ სა­კუ­თარ თავ­ზე და საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე უნდა გა­მოს­ცა­დოთ ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მათ დაგ­ვი­ა­ნე­ბას მოჰ­ყვეს?", - წერს პოს­ტში თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლის გად­მო­ვარ­დნას შე­ეს­წრო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"მო­ქა­ლა­ქემ ძაღ­ლი აუშ­ვა და ექი­მე­ბი და­აჭ­მე­ვი­ნა" - 112-ისა და სას­წრა­ფოს პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბებ­ზე და დაგ­ვი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი

"Iphone 6-ებით და ჯი­პე­ბით ხო და­დი­ხართ... მარა მუქ­თა კუ­ბო­ში ჩა­წო­ლა გირ­ჩე­ვი­ათ!" - ექი­მის უცენ­ზუ­რო პა­სუ­ხი სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

ფეისბუქ-მომხმარებელი ირაკლი ჩორგოლაშვილი პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხება. როგორც ჩორგოლაშვილი წერს, ის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ფანჯრიდან გადმოვარდნის ფაქტს შეესწრო:

"ვფიქრობ ყველამ იცით რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა მე-5 სართულიდან. მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად აღვწერო განვითარებული მოვლენები.

შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112-ში და შევატყობინე მომხდარის შესახებ, აქვე ვუთხარი რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს, რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა, რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა... გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა, დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის (პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა, სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი (ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე, რომ კისერი არ დაუფიქსირეს...

გადააწვინეს საკაცეზე ადამიანი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა, სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა, გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო და მიუხედავად დიდი სურვილისა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა გოგონას რაიმეთი დავხმარებოდით და მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა, ვცდილობდით მისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა, რადგან ისეთი დილეტანტისათვისაც კი, როგორიც მე ვარ პირველადი დახმარების აღმოჩენაში, ცხადი იყო რომ მისი განძრევა ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან სავარაუდოდ ხერხემალი და შეიძლება ფუძის ძვალიც კი დაზიანებული ჰქონდა და მისი განძრევა ამ მდგომარეობაში შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატარა გოგონას, სასწრაფო დახმარებაში მომუშავე "პროფესიონალები" აწვენენ საკაცეზე და არ უფიქსირებენ კისერს!

ახლა მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან 112 Georgia/112 საქართველო

1. თუ არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის ბრიგადები, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს სწრაფად აღმოუჩინოთ დახმარება, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და თითოეული წამი გადამწყვეტია, რატომ არ ამატებთ ბრიგადებს?

2. რატომ არ ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხმოვანი სიგნალები ჩართული და რატომ მოსეირნობდა მშვიდად და აუღელვებლად?

3. რატომ არ დაუფიქსირეს ადამიანს კისერი, როცა სახეზე იყო მრავლობითი მოტეხილობები გამოწვეული სიმაღლიდან ვარდნის გამო?

აქვე დიდი "სიყვარულით" მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ატარებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, სახანძრო დახმარების მანქანასა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც კი. აუცილებლათ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე უნდა გამოსცადოთ ის საშინელება, რაც შეიძლება მათ დაგვიანებას მოჰყვეს?", - წერს პოსტში თვითმხილველი, რომელიც შორენა ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო.

ასევე წაიკითხეთ:

"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები

"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს