ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ითხოვს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. შესაბამისი განცხადება პაპიძემ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთა.
"იმის გამო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მინდა ამ საქმის განხილვა საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოხდეს. მე არ მაქვს გამოცდილება არც მოსამართლესთან და არც ნაფიც მსაჯულებთან ურთიერთობის, თუმცა მინდა საზოგადოებამ განსაჯოს ჩემი, როგორც დედის და ქალის მდგომარეობა", - განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის განცხადების შემდეგ მოსამართლემ დაადასტურა, რომ ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, საქმეზე დაინიშნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში.
ასევე წაიკითხეთ:
სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს