ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
"როცა შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება, მოტივი იყო, რომ მაგდა გამოძიების მსვლელობაზე მოახდენდა ზეგავლენას. ახლა, როცა გამოძიებამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა და საგამოძიებო მოქმედებები, შეუძლებელია მან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ვინაიდან ჩვენებები უკვე მიცემული აქვთ და არ უნდა შეცვალონ", - განაცხადა პროცესზე ადვოკატმა ირმა ბრელიძემ.
მისივე თქმით, შესაბამისად, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ მაგდა პაპიძე იყოს საპატიმროში. "არც მიმალვის საფრთხე არსებობს. ერთადერთი, სადაც შეიძლება მაგდა პაპიძე მივიდეს, ეს არის მისი შვილის საფლავი. შესაბამისად, ვშუამდგომლობთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე", - განაცხადა დაცვის მხარემ. მათ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ ეთანხმება.
წაიკითხეთ:
სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს