მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა

მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა

ონლაინ აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთავრობამ უკან მეორედ დაიხია. "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების წყალობით ამ დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტში მისულმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინტერნეტკაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაცია დაწესდებოდა. "რეზონანსითვის" ცნობილი გახდა, რომ ორ კვირაში მზად იქნება შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.

დეპუტატების უმრავლესობა ონლაინ აზარტული თამაშების მკაცრ რეგულაციას ემხრობა თუმცა რამდენად მოახერხებენ საკითხის ბოლომდე გატანას, ეს ძნელი სათქმელია. აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გავლენიანი ბიზნესია, რომლის ბრუნვა, გავლენასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაციის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა - 366 მილიონი ლარი იყო, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით - 1.353 მილიარდი ლარი. დღეს აზარტული თამაშები არის სენი, რომელსაც ყველა უფრთხის და ყველა ეტანება.

აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია. მართალია ხელისუფლებაში ონლაინ თამაშებზე აღარ საუბრობენ, მაგრამ ასოციაცია სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ ბიზნესის ჩარჩოებში მოსაქცევად ამზადებს კანონპროექტს, რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულდეს. აფბა მოითხოვს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების უფლებას, რათა პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილოს.

ზურაბ კუკულაძის განცხადებით, თუკი მთავრობა მოინდომებს ონლაინ თამაშების რეგულირებას, რთული იქნება და ამის კარგი მაგალითი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. "ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აზარტული თამაშები მეტ-ნაკლებად რეგულირებულია. ზოგ ქვეყანაში მკაცრი ნორმებია გამოყენებული, ზოგან შედარებით მსუბუქი, თუმცა რეგულირების გარეშე ეს ბიზნესი არსად არსებობს. თუკი მთავრობა მოისურვებს, ამ ბიზნესისთვის ახალი წესების განსაზღვრა არც საქართველოში იქნება რთული", - ამბობს კუკულაძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მზად არის, რომ ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირების საკითხს მხარი დაუჭიროს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია