ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ოჯახი მომხრეა, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის არ ენდობა სასამართლოს და ამიტომ თუ ბრალდებულის სურვილი იქნება, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ლანა პაპიძის ინფორმაციით, დღეს მაგდა პაპიძე გარკვეული პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, ყველა პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსნა და ყველაფერი გაირკვევა.