საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ
ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ

ვე­ტე­რან­თა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ყო­ფი­ლი სარ­დლის, გე­ნე­რალ კობა კო­ბა­ლა­ძის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა­ში არ ფლო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მათ ზუს­ტად ის ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, რაც მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა.

"ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ, რად­გან ჩვენ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი დღეს დაგ­ვემ­შვი­დო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ხელ­მძღვა­ნელს, აქ ჯერ არა­ვინ მო­სუ­ლა. არც არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დგა­რა არა­ვის­თან აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ბა­ტო­ნი კობა და­ი­ნიშ­ნა ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა შე­ი­ტყობს", - გან­მარ­ტა­ვენ პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლად ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კობა კო­ბა­ლა­ძე ინიშ­ნე­ბა.

ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გუ­შინ გა­დად­გა.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ

ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ

ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ზუსტად ის ინფორმაცია აქვთ, რაც მედიაში ვრცელდება.

"ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ, რადგან ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ბატონი ირაკლი შიხიაშვილი დღეს დაგვემშვიდობა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, აქ ჯერ არავინ მოსულა. არც არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა არავისთან აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ბატონი კობა დაინიშნა ხელმძღვანელის პოსტზე, აუცილებლად ყველა შეიტყობს", - განმარტავენ პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ინიშნება.

ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ გადადგა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."