ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

სამი წლის წინ თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პირველ ჰაკათონზე სამმა ახალგაზრდამ წარადგინა "ჯადოსნური ხელთათმანი", სახელად "ინგლავი" (InGlove), რითიც უშუალოდ დაუკავშირდა ვირტუალურ სამყაროს. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, როგორ შეაღწიეს ვირტუალურ სამყაროში და რა შეუძლია მათ ხელთათმანს? - ერთ-ერთ გამომგონებელთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტ გიორგი მეშველიანთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" 31 მარტის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

გიორგი მეშველიანი:

- გუნდში 3 ადამიანი ვართ. ინტერაქტიული ხელთათმნის იდეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ერთ-ერთს - დიმიტრი ცხოვრებაძეს გაუჩნდა და იმ მეგობრებს გაგვიზიარა, ვინც მსგავსი პროექტებით ვიყავით დაინტერესებულნი. დიმიტრიც ჩემსავით კომაროველია და სექტემბრიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელებს სწავლას. ჩვენი ტექნიკური ლიდერი არის გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და თვითნასწავლი პროფესიონალი ელექტროინჟინერი.

ჩვენი გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, შეეხონ და იგრძნონ ვირტუალურ სამყაროში არსებული ობიექტები. ხელთათმანის თითებში დამონტაჟებულია ვიბრაციის ძრავები და კომპიუტერიდან წამოსული სხვადასხვა სიხშირის სიგნალი იმ ძრავას ამუშავებს, რა თითითაც ეხები ობიექტს, ნივთს სამგანზომილებიან სამყაროში. სხვადასხვა სიმყარის მატერიისთვის ვიბრაციის სიხშირეც განსხვავებულია. გარდა ამისა, ჩაყენებული გვაქვს ტემპერატურის უკუკავშირი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ტემპერატურის ვირტუალური ობიექტების ტემპერატურას შევიგრძნობთ, ანუ ხელთათმანი გიკეთია ხელზე და როდესაც რაიმეს ეხები, ნამდვილი ხელიც გრძნობს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია