პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

"აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს გა­დად­გო­მის თხოვ­ნით პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მივ­მარ­თე, ეს იყო ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნუ­ცხა­და.

პა­პა­ვას თქმით, მის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი არ ყო­ფი­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბის მიერ გა­მარ­თუ­ლი შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია, თუმ­ცა არ სურს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

ვლა­დი­მერ პა­პა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მან გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამი­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. "იცით ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვამ­ბობ­დი, რომ გა­დად­გო­მის სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. დად­გა დრო, რო­დე­საც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სე­ბი, რა­ზეც სა­უ­ბარს არ ვთვლი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად და მი­ვი­ღე გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩემი მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ასარ­ჩე­ვად სა­ჭი­რო არის დრო, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ 1-ელ მა­ი­სამ­დე მე ვარ რექ­ტო­რი. შემ­დეგ კი ჩა­ტარ­დე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის არ­ჩევ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პა­პა­ვამ.

თსუ-ს რექ­ტორ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა რექ­ტო­რის თხოვ­ნა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე. 1-ელ მა­ი­სამ­დე რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. რექ­ტო­რი კი 1-ელი მა­ი­სი­დან გა­დად­გე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­გი­ამ უნდა აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლიც დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის­გან შედ­გე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

"აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით პირადი განცხადების საფუძველზე მივმართე, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ამის შესახებ ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადა.

პაპავას თქმით, მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მიერ გამართული შიმშილობის აქცია, თუმცა არ სურს, რომ უნივერსიტეტში მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.

ვლადიმერ პაპავას განმარტებით, მან გააანალიზა ის პროცესები, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. "იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვამბობდი, რომ გადადგომის საკითხი არ განიხილებოდა. დადგა დრო, როდესაც გაანალიზებული და გაცნობიერებულია სხვადასხვა პროცესები, რაზეც საუბარს არ ვთვლი მიზანშეწონილად და მივიღე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები", - განაცხადა პაპავამ.

თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის თხოვნა გადადგომის თაობაზე. 1-ელ მაისამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება. რექტორი კი 1-ელი მაისიდან გადადგება. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საუნივერსიტეტო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელიც დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისგან შედგება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია