თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან 1-ელი მაისიდან გადადგება. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, 1-ელ მაისამდე უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება.
თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. "აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის თხოვნა გადადგომის თაობაზე. 1-ელ მაისამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება. რექტორი 1-ელი მაისიდან გადადგება", - განმარტავენ თსუ-ში.
ნახეთ ვიდეო| ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი რექტორობიდან გადადგომის შემდეგ