საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს
ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ნა­ცის­ტუ­რი "ესე­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჰენ­რიხ ჰიმ­ლე­რის ოკულ­ტუ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­ხეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას წამ­და, რომ ოკულ­ტიზ­მი და მის­ტი­ციზ­მი არი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­სა­ღე­ბი იყო. ჰიმ­ლე­რი ერ­თა­დერ­თი არ იყო ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ა­ში, ვინც ოკულ­ტიზ­მით და­ინ­ტე­რეს­და. მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­კო­სი ამ­ტკი­ცებს, რომ ნა­ცის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა მის­ტი­კუ­რი გერ­მა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის, ვოლ­კი­შის ფი­ლო­სო­ფი­ის შთა­გო­ნე­ბით შე­იქ­მნა.

პრა­ღა­ში, ჩე­ხე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 13 000 წიგ­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი 1950 წლის შემ­დეგ არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. წიგ­ნე­ბი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რით, რო­მელ­თა ოკუ­პა­ცი­ა­საც გერ­მა­ნია ახ­დენ­და. ჰიმ­ლერ­მა H Sonderkommando 1935 წელს და­ა­არ­სა. მათი მი­სია იყო ჯა­დოქ­რო­ბა­ზე, ოკულ­ტიზ­მზე და ზე­ბუ­ნებ­რივ ძა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

ჰიმ­ლერს წამ­და, რომ რო­მა­უ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია ცდი­ლობ­და გერ­მა­ნუ­ლი არი­უ­ლი რა­სის გა­ნად­გუ­რე­ბას. მან შე­ი­ტყო, რომ მისი ერთ-ერთი წი­ნა­პა­რი ჯა­დოქ­რო­ბის ბრალ­დე­ბით დაწ­ვეს. ჰიტ­ლერს არ გა­აჩ­ნდა იგი­ვე ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ ნე­ბას რთავ­და ჰიმ­ლერს გა­მო­ეკვლია ეს სა­გა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია warhistoryonline.com-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ნაცისტური ”ესესის” ხელმძღვანელის, ჰენრიხ ჰიმლერის ოკულტური წიგნების ბიბლიოთეკა რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში აღმოაჩინეს. მას წამდა, რომ ოკულტიზმი და მისტიციზმი არიული უპირატესობის გასაღები იყო. ჰიმლერი ერთადერთი არ იყო ნაცისტურ პარტიაში, ვინც ოკულტიზმით დაინტერესდა. მრავალი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ნაცისტური მოძრაობა მისტიკური გერმანული მოძრაობის, ვოლკიშის ფილოსოფიის შთაგონებით შეიქმნა.

პრაღაში, ჩეხეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 13 000 წიგნი აღმოაჩინეს. ისინი 1950 წლის შემდეგ არავის გამოუყენებია. წიგნები დაკომპლექტებულია მრავალი ქვეყნის ლიტერატურით, რომელთა ოკუპაციასაც გერმანია ახდენდა. ჰიმლერმა H Sonderkommando 1935 წელს დააარსა. მათი მისია იყო ჯადოქრობაზე, ოკულტიზმზე და ზებუნებრივ ძალებზე ინფორმაციის მოძიება.

ჰიმლერს წამდა, რომ რომაული კათოლიკური ეკლესია ცდილობდა გერმანული არიული რასის განადგურებას. მან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი წინაპარი ჯადოქრობის ბრალდებით დაწვეს. ჰიტლერს არ გააჩნდა იგივე ინტერესი, მაგრამ ნებას რთავდა ჰიმლერს გამოეკვლია ეს საგანი.

მომზადებულია warhistoryonline.com-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს