Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება
EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) და "რუს­თა­ვის აზოტს" შო­რის გა­რი­გე­ბა შედ­გა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, გა­რი­გე­ბის დას­რუ­ლე­ბას "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, EBRD-ის მიერ პრო­ექ­ტის ფი­ნან­სი­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის "რუს­თა­ვის აზო­ტის" სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალს, რაც რო­გორც სა­წარ­მოს, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის ქი­მი­უ­რი სა­წარ­მო "რუს­თა­ვის აზო­ტი" აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქე­ბის ერ­თა­დერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

სა­წარ­მო­ში ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ამი­ა­კის, ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის, აზოტმჟა­ვის, ამი­ა­კის წყლის და სხვა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა.

"რუს­თა­ვის აზო­ტი" სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­წარ­მოა, რო­მელ­საც მყა­რი ად­გი­ლი უკა­ვია რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე ბა­ზარ­ზე.

2015 წელი "რუს­თა­ვის აზოტ­მა" რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა. და­ფიქ­სირ­და ამო­ნი­უ­მის გვარ­ჯი­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რი –519 830 ტონა. ასე­ვე ამი­ა­კის გა­მო­მუ­შა­ვე­ბამ შე­ად­გი­ნა 234,256 ტონა, ხოლო აზოტმჟა­ვას გა­მო­მუ­შა­ვე­ბამ 415,537 ტონა.

ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი "რუს­თა­ვის აზო­ტის" ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. "რუს­თა­ვის აზო­ტის", რო­გორც ერთ ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­დამ­ხდე­ლის, ექ­სპორ­ტი­ო­რი­სა და დამ­საქ­მე­ბე­ლი სა­წარ­მოს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ტექ­ნი­კურ - ეკო­ნო­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის გაზ­რდა და სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­ორ­მა­გე­ბა.

თით­ქმის ერთი წე­ლია, აზო­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­წარ­მოს სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­ორ­მა­გე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ერ­თწ­ლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, 155 მი­ლი­ო­ნი­ან საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ერ­თად, ორ თვე­ში დას­რულ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და "რუსთავის აზოტს" შორის გარიგება შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, გარიგების დასრულებას "საპარტნიორო ფონდის" პროექტში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

მათივე ინფორმაციით, EBRD-ის მიერ პროექტის ფინანსირება, მნიშვნელოვნად გაზრდის "რუსთავის აზოტის" საექსპორტო პოტენციალს, რაც როგორც საწარმოს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო "რუსთავის აზოტი" აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

საწარმოში ასევე მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

"რუსთავის აზოტი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელსაც მყარი ადგილი უკავია როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.

2015 წელი "რუსთავის აზოტმა" რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. დაფიქსირდა ამონიუმის გვარჯილის გამომუშავების შთამბეჭდავი ციფრი –519 830 ტონა. ასევე ამიაკის გამომუშავებამ შეადგინა 234,256 ტონა, ხოლო აზოტმჟავას გამომუშავებამ 415,537 ტონა.

ასეთი წარმატებული წელი "რუსთავის აზოტის" ისტორიას არ ახსოვს. "რუსთავის აზოტის", როგორც ერთ ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელის, ექსპორტიორისა და დამსაქმებელი საწარმოს მთავარი პრიორიტეტია ტექნიკურ - ეკონომიური მაჩვენებლების გაუმჯობესება, მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ხარისხის გაზრდა და საექსპორტო პოტენციალის გაორმაგება.

თითქმის ერთი წელია, აზოტის მენეჯმენტის მხრიდან მუშაობა მიმდინარეობს მნიშვნელოვან პროექტის რეალიზებისთვის, რომელიც საწარმოს საექსპორტო პოტენციალის გაორმაგებას უზრუნველყოფს.

ერთწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, 155 მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ორ თვეში დასრულდება", - აცხადებენ კომპანიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია