23 წლის ინგლისელი შენონ კარტერი 6 შვილს ზრდის, რომელთაგან უფროსი 14 წლისამ გააჩინა. ამბობს, რომ სულაც არ ნანობს, ასეთ ნაადრევ დედობას. თუმცა ადამიანების უმრავლესობა მაშინაც განიკითხავდა და ახლაც განიკითხავს და იმასაც ამბობდნენ, რომ ცუდი დედა იქნებოდა.
ბავშვის მამა ლეო, შენონის ძველი მეგობარი, იმ დროს 16 წლის იყო. შენონმა ორსულობა მაშინ იგრძნო, როცა ბავშვი პირველად გაინძრა, თუმცა არავისთვის არ უთქვამს ეს. ფიქრობდა, რომ პრობლემა თავისით გაივლიდა, თუ იგნორირებას გაუკეთებდა. "მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი. როცა მე და ჩემი ბიჭი ვურთიერთობდით, არაფერი ვიცოდი კონტრაცეფციაზე", - ამბობს შენონი.
როგორც კი ბავშვი დაიბადა, ექიმებმა შენონის დედას - 45 წლის ჯეინს მისცეს ბავშვი, რადგან ეჭვობდნენ, ასეთი პატარა გოგონა როგორ გაუმკლავდებოდა ჩვილს. თუმცა შენონმა დაიჟინა, რომ თავად მიხედავდა შვილს. "როცა ბოლოს და ბოლოს დამრთეს ნება, რომ ჩემი პატარა სკოტი ხელში ამეყვანა, აღარც მომინდა მისი გაშვება".
იმ დღეს დაპირდა შენონი ბავშვს, რომ ალერსსა და სითბოს არ მოაკლებდა, იმას, რაც თავად აკლდა ბავშვობაში. "ჩემი მშობლები ადრე გაიყარნენ და მამა აღარც მინახავს მას მერე. დედა ყოველდღე მიყვიროდა. არ მახსოვს, რომ მომფერებოდეს ან ეთქვას, რომ ვუყვარვარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სკოტს სხვანაირად გავზრდიდი: შევაქებდი და ყოველთვის სიყვარულით იქნებოდა გარემოცული".
გაგრძელება+ფოტო