შიში ტერორისტულ აქტების მთავარი ფსიქოლოგიური იარაღია, - ამბობს სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალისტი დანიელ ანტონიუსი.
"სწორედ ამ შიშმა ან შესაძლო ტერორისტული აქტების მოლოდინმა შეიძლება მოახდინოს სერიოზული გავლენა ჩვენს ქცევასა და გონებაზე", - განმარტავს ის.
შიშით აპელირებენ ტერორისტული დაჯგუფებები, როდესაც ძალადობრივ აქტებს ახორციელებენ. მათ სურთ, რომ ადამიანი შიშით იყოს შეპყრობილი და მუდმივად ჰქონდეს ძალადობის მოლოდინი. მათი ფსიქოლოგიით, ტერორისტული აქტები მათ აქტუალურობას უსვამს ხაზს და ყველაფერს აკეთებენ ამის დასადასტურებლად.
ასე მაგალითად, "ისლამური სახელმწიფო" მზარდი ძალადობის ტაქტიკას მიმართავს.
პირველმა ფაქტმა, როდესაც ისლამისტმა ტყვეს თავი მოაჭრა, მთელი მსოფლიო შეძრა. მოგვიანებით, ანალოგიური აქტები უკვე მასობრივი გახდა, დასჯის ფაქტებს ტყვეების ცოცხლად დაწვა და სხვა შემზარვი ინციდენტებიც დაერთო.
ჯანმრთელი ადამიანისთვის "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები ბარბაროსული აქტია, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიერაა ჩადენილი. იხილეთ გაგრძელება