რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.
- აუტიზმი არის ტვინის ე.წ. აშლილობა, რომელიც აზიანებს ადამიანის უნარ-ჩვევებს და ქცევას, იურთიერთოს სხვა ადამიანებთან. ის მიეკუთვნება ტვინის დაზიანებათა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "აუტისტური აშლილობანი". ეს დაზიანებანი შეიძლება იყოს როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმედ გამოხატული. გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია.
- როდის ისმება აუტიზმის დიაგნოზი?
- იმისთვის, რომ დაისვას აუტიზმის დიაგნოზი, ბავშვი უნდა იყოს არანაკლებ 3 წლისა, სიმპტომები ერთიანდება სამ ძირითად ჯგუფად:
1. ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა - აუტისტი ბავშვები ძნელად ურთიერთობენ სხვა ბავშვებთან. ხშირად ისინი არ რეაგირებენ სახის გამომეტყველებაზე და მიმიკაზე. თვალს არიდებენ თვალით-თვალში კონტაქტს. არ სიამოვნებთ შეხება. ასევე არ უყვართ სხვა ბავშვებთან კონტაქტი და თამაში.
2. კომუნიკაციის პრობლემა - აუტისტი ბავშვები, როგორც წესი, გაცილებით გვიან იწყებენ ლაპარაკს, ზოგიერთი მათგანი კი არასოდეს არ იწყებს მეტყველებას. მათ მშობლებს ხშირათ ჰგონიათ, რომ მათი შვილი ყრუა, თუმცა მათგან განსხვავებით, სიყრუის შემთხვევაში ბავშვები სხვადასხვა ხერხით, მაგალითად ხელებით, მიმიკით, ცდილობენ დაამყარონ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. აუტისტებს ეს არ ახასიათებთ.
განაგრძეთ კითხვა