პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს
რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს

ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მო­კი­თხვით დად­გინ­და, რომ მას, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა-გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია და მის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ მის ვა­რა­უ­დებს ეფუძ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ექ­სპერტ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მოწ­მის სა­ხით ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­კი­თხვი­სას გა­ირ­კვა, რომ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის­თვის არა­ვის გა­უგ­ზავ­ნია შე­ტყო­ბი­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მას მსგავ­სი სა­ხის ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ უნა­ხავს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვსურს გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ირ­გვლივ, მოწ­მის სა­ხით ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მო­კი­თხვი­სას მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­კი­თხვი­სას გა­ირ­კვა, რომ მის­თვის არა­ვის გა­უგ­ზავ­ნია შე­ტყო­ბი­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მას არ უნა­ხავს მსგავ­სი სა­ხის ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ი. მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა მხო­ლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პი­რად ფა­ცე­ბო­ოკ გვერ­დზე ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ე.წ "აქ­ტი­ვო­ბის კე­დელს", რა დრო­საც შე­ამ­ჩნია მის­თვის უც­ნო­ბი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ე.წ. "ლინ­კი", რო­მე­ლიც და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი იყო "სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის" სა­ხე­ლით. მას არ უნა­ხავს ხსე­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი, ვი­ნა­ი­დან თვლი­და, რომ იქ­ნე­ბო­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი "ვირუ­სის" შემ­ცვე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად არ იცის ამ კად­რე­ბის ში­ნა­არ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა მის "ფა­ცე­ბო­ოკ" გვერ­დზე მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ე.წ. "ჰა­კე­რუ­ლი" თავ­დას­ხმის ფაქტს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ი. მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ გა­ეგ­ზავ­ნა მი­სი­ვე ფო­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი ფა­ცე­ბო­ოკ გვერ­დი­დან მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა, რაც მისი მხრი­დან აღ­ქმუ­ლი იქნა "ჰა­კე­რულ" თავ­დას­ხმად. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ი. მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აც­ნო­ბა ფა­ცე­ბო­ოკ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რა­მაც მისი ვა­რა­უ­დით გა­მო­იწ­ვია ფა­ცე­ბო­ოკ პრო­ფი­ლის დრო­ე­ბი­თი დაბ­ლოკ­ვა. ამას­თან, ი. მა­ჭა­ვა­რი­ან­მა უარი გა­ნა­ცხა­და მას­თან ერ­თად მისი კუთ­ვნი­ლი ფა­ცე­ბო­ოკ გვერ­დის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მო­კი­თხვით დად­გინ­და, რომ მას, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა-გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია და მის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ მის ვა­რა­უ­დებს ეფუძ­ნე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­ზე და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, ხსე­ნე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ: პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა: "ფე­ის­ბუქ­ზე კად­რე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, შე­თა­ვა­ზე­ბით: ხომ არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ნა­ხოთ ეს"

რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს

რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ ექსპერტ ვანო მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოწმის სახით ვანო მაჭავარიანის გამოკითხვა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

პროკურატუს ინფორმაციით, გამოკითხვისას გაირკვა, რომ ვანო მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას მსგავსი სახის ვიდეომასალა არ უნახავს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად ფაცებოოკ გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს", რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. "ლინკი", რომელიც დასათაურებული იყო "სკანდალური კადრების" სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული "ვირუსის" შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის "ფაცებოოკ" გვერდზე მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. "ჰაკერული" თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი ფაცებოოკ გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა "ჰაკერულ" თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა ფაცებოოკ-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ფაცებოოკ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ფაცებოოკ გვერდის დათვალიერებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ