მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა
ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და რი­გით ვე­ტე­რა­ნად რჩე­ბა.

"მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ დღე­ი­დან მე ვტო­ვებ ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბას. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის საქ­მე, რა­საც აქამ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც 24 სა­ა­თი ვზრუ­ნავ­დი. სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი და იგეგ­მე­ბო­და სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის წა­მო­წყე­ბე­ბი. ამი­ტომ მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო იმ ადა­მი­ანს, ვინც და­ი­კა­ვებს ჩემს ად­გილს და ამ საქ­მეს გა­აგ­რძე­ლებს. შე­მომ­თა­ვა­ზეს სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა, თუმ­ცა უარი გან­ვა­ცხა­დე, რად­გან ეს საქ­მე ჩემ­თვის მო­რა­ლუ­რად იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მივ­დი­ვარ და ვრჩე­ბი რი­გით ვე­ტე­რა­ნად. მე, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ თი­თო­ე­ულ ვე­ტე­რანს და ვიდ­გე­ბი ჩემი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე", - ნათ­ქვა­მია ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაში ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, ის ტოვებს თანამდებობას და რიგით ვეტერანად რჩება.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი. სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს. შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს და ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე", - ნათქვამია ირაკლი შიხიაშვილის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."