პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს
ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს

სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის, მათ შო­რის, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შიც იყოს. ამის შე­სა­ხებ იზო­რი­ამ დღეს, სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე, დე­პუ­ტატ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვამ­ბობთ, რომ არც ერთი ვერ­სი­ის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­სა­ხად თან­ხმო­ბის ან უარ­ყო­ფის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ვერ­სი­ის დაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კად­რე­ბის გა­ტა­ნას ერთი დღე სჭირ­დე­ბა, 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან კი, ვიდ­რე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ი­ბა­რებ­და, მა­ვანთ ამ კად­რე­ბის გა­ტა­ნის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 25 დღე ჰქონ­დათ.

"რე­ა­გი­რე­ბას მა­შინ­ვე ვერ მო­ვახ­დენ­დით, რად­გან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით. არ­სე­ბობს ფაქ­ტე­ბი იმი­სა, რომ ხდე­ბა ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა უცხო­ე­თი­დან. თქვენ გახ­სოვთ, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებს, ლა­პა­რა­კია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე. მათ მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი აიტ­ვირ­თა კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­უ­ბა­რი იყო უკ­რა­ი­ნა­ზე, შვე­დეთ­ზე და ლიტ­ვა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ფაქ­ტე­ბი მოწ­მობს, რომ კად­რე­ბი გა­ტა­ნი­ლია", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს

ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს. ამის შესახებ იზორიამ დღეს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, მავანთ ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.

"რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს, ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია", - განაცხადა იზორიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ