Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით
"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით

"ტე­რო­რიზმს ეროვ­ნე­ბა არ აქვს" - ეს ფრთი­ა­ნი ფრა­ზა ჩვენც ხში­რად გვით­ქვამს და ალ­ბათ უფრო ხში­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი­სა­გან გაგ­ვი­გია, თუმ­ცა ტე­რო­რიზ­მი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მის მსხვერ­პლს აქვს ეროვ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რის­თვის სწო­რედ მსხვერ­პლის ეროვ­ნე­ბა გან­სა­ზღვრავს, გა­ნი­ცა­დოს თუ არა მომ­ხდა­რი.

მას შემ­დეგ, რაც გა­სულ წელს პა­რიზ­ში ტე­რაქ­ტე­ბი მოხ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­სა­გან გა­ი­გებ­დით "Je suis france", მე­ტიც, ტე­რაქ­ტი­დან ძა­ლი­ან მალე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი საფ­რან­გე­თის დრო­შებ­მა წა­ლე­კა. მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ე­მარ­თა, მთე­ლი მსოფ­ლიო უცხა­დებ­და სო­ლი­და­რო­ბას (ალ­ბათ სწო­რედ სო­ლი­და­რო­ბაა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღდმეგ). სო­ლი­და­რუ­ლი იყო მსოფ­ლიო ბელ­გი­ის ტე­რაქ­ტის დრო­საც. პა­რი­ზის ტე­რაქტსა და ბელ­გი­ის ტე­რაქ­ტებს შო­რის მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ტე­რაქ­ტი მოხ­და და ფა­ნა­ტი­კო­სე­ბის გა­უ­აზ­რე­ბელ ქმე­დე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნიც შე­ე­წი­რა, თუმ­ცა არ­სად (ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად) შემ­ხვდა "Je suis turkey" ან თუნ­დაც "Je suis iraq" და სხვა.

ნი­გე­რი­ა­ში, კვი­რა არ გავა, რომ იქა­ურ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ბოკო ჰა­რამ­მა" ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი არ მო­ა­წყოს, რა­საც ასო­ბით ნი­გე­რი­ე­ლის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა, თუმ­ცა მსოფ­ლიო დუმს, რო­გორც ჩანს, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მო­ნა­პო­ვა­რი - სო­ლი­და­რო­ბა, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს ეკუთ­ვნით, ხოლო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა­გან საკ­მა­ოდ შორს მყო­ფი აფ­რი­კა სა­დარ­დე­ბე­ლი არაა.

არაა სა­ჭი­რო შორს წას­ვლა იმი­სათ­ვის, რომ ვნა­ხოთ შერ­ჩე­ვი­თი სო­ლი­და­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში, იქ, სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი ყო­ფი­ლა და კი­დევ უამ­რა­ვი ჩავა, ცოტა ხნის წინ მოხ­და ტე­რაქ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, არც ჩვენ, მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თსუ­ლო­ვა­ნი სო­ლი­და­რო­ბა­ში. კი ბა­ტო­ნო, არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი დრო­შა და­ა­ყე­ნო პრო­ფი­ლის ფო­ტოდ ან და­წე­რო ჰეშ­თე­გი #prayforturkey, მაგ­რამ თუ იგი­ვეს საფ­რან­გე­თის ან ბელ­გი­ის­თვის ვა­კე­თებთ, თურ­ქეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ი­ხოც­ნენ?! სხვა­თა შო­რის, ორი დღის წინ 40-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა პა­კის­ტან­ში მო­წყო­ბილ ტე­რაქტს, მაგ­რამ Je suis-ები არ­სად ჩა­ნან და, ეჭვი მაქვს, არც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

შერ­ჩე­ვი­თო­ბა ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან ცუ­დია, მით უფრო, სო­ლი­და­რო­ბა­ში და, მით უფრო, ისეთ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ეწი­რე­ბი­ან. მე­ეჭ­ვე­ბა, თურ­ქეთ­ში ან პა­კის­ტან­ში გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის­თვის რა­ი­მე შვე­ბა ყო­ფი­ლი­ყო პა­კის­ტა­ნის ან თურ­ქე­თის დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნა­თე­ბუ­ლი ეი­ფე­ლის კოშ­კი (სწო­რედ ისე, რო­გორც ცოტა ხნის წინ გა­ნათ­და ბელ­გი­ის დრო­შის ფე­რებ­ში), თუმ­ცა ეს ნი­შა­ნი იქ­ნე­ბო­და ტე­რო­რის­ტე­ბი­სათ­ვის, რომ მსოფ­ლიო ყვე­ლა ტე­რაქ­ტზე ერ­თნა­ი­რად რე­ა­გი­რებს და რომ ტე­რო­რიზ­მი მარ­თლაც მსოფ­ლიო სე­ნია.

იმე­დია, ეი­ფე­ლის კოშკს აღა­რა­სო­დეს მო­უ­წევს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის დრო­შის­ფრად გა­ნა­თე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მსოფ­ლი­ომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა (ან თუნ­დაც გაკ­ვე­თი­ლი) სა­ხე­ლად სო­ლი­და­რო­ბა, ვერ ჩა­ა­ბა­რა, უფრო სწო­რად, შერ­ჩე­ვით ჩა­ა­ბა­რა, შერ­ჩე­ვი­თო­ბა კი ძა­ლი­ან შორ­საა გულ­წრფე­ლო­ბი­სა­გან.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით

"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით

"ტერორიზმს ეროვნება არ აქვს" - ეს ფრთიანი ფრაზა ჩვენც ხშირად გვითქვამს და ალბათ უფრო ხშირად ხელისუფლების უმაღლესი პირებისაგან გაგვიგია, თუმცა ტერორიზმისაგან განსხვავებით, მის მსხვერპლს აქვს ეროვნება, ყოველ შემთხვევაში, ბევრისთვის სწორედ მსხვერპლის ეროვნება განსაზღვრავს, განიცადოს თუ არა მომხდარი.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს პარიზში ტერაქტები მოხდა, უამრავი ადამიანისაგან გაიგებდით "Je suis france", მეტიც, ტერაქტიდან ძალიან მალე სოციალური ქსელი საფრანგეთის დროშებმა წალეკა. მართლაც სასიამოვნო იყო, როდესაც ქვეყანას, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაემართა, მთელი მსოფლიო უცხადებდა სოლიდარობას (ალბათ სწორედ სოლიდარობაა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ტერორიზმის წინააღდმეგ). სოლიდარული იყო მსოფლიო ბელგიის ტერაქტის დროსაც. პარიზის ტერაქტსა და ბელგიის ტერაქტებს შორის მსოფლიოში უამრავი ტერაქტი მოხდა და ფანატიკოსების გაუაზრებელ ქმედებას ძალიან ბევრი ადამიანიც შეეწირა, თუმცა არსად (ან ძალიან იშვიათად) შემხვდა "Je suis turkey" ან თუნდაც "Je suis iraq" და სხვა.

ნიგერიაში, კვირა არ გავა, რომ იქაურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ბოკო ჰარამმა" ტერორისტული აქტი არ მოაწყოს, რასაც ასობით ნიგერიელის სიცოცხლე ეწირება, თუმცა მსოფლიო დუმს, როგორც ჩანს, ცივილიზაციის მონაპოვარი - სოლიდარობა, მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით, ხოლო ცივილიზაციისაგან საკმაოდ შორს მყოფი აფრიკა სადარდებელი არაა.

არაა საჭირო შორს წასვლა იმისათვის, რომ ვნახოთ შერჩევითი სოლიდარობის მაგალითები. ჩვენს მეზობელ თურქეთში, იქ, სადაც უამრავი ქართველი ტურისტი ყოფილა და კიდევ უამრავი ჩავა, ცოტა ხნის წინ მოხდა ტერაქტი. სამწუხაროდ, არც ჩვენ, მეზობლები ვიყავით ერთსულოვანი სოლიდარობაში. კი ბატონო, არაა აუცილებელი დროშა დააყენო პროფილის ფოტოდ ან დაწერო ჰეშთეგი #prayforturkey, მაგრამ თუ იგივეს საფრანგეთის ან ბელგიისთვის ვაკეთებთ, თურქეთში ადამიანები არ დაიხოცნენ?! სხვათა შორის, ორი დღის წინ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში მოწყობილ ტერაქტს, მაგრამ Je suis-ები არსად ჩანან და, ეჭვი მაქვს, არც გამოჩნდებიან.

შერჩევითობა ყველაფერში ძალიან ცუდია, მით უფრო, სოლიდარობაში და, მით უფრო, ისეთ საქმეში, რომელსაც ადამიანები ეწირებიან. მეეჭვება, თურქეთში ან პაკისტანში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის რაიმე შვება ყოფილიყო პაკისტანის ან თურქეთის დროშის ფერებში განათებული ეიფელის კოშკი (სწორედ ისე, როგორც ცოტა ხნის წინ განათდა ბელგიის დროშის ფერებში), თუმცა ეს ნიშანი იქნებოდა ტერორისტებისათვის, რომ მსოფლიო ყველა ტერაქტზე ერთნაირად რეაგირებს და რომ ტერორიზმი მართლაც მსოფლიო სენია.

იმედია, ეიფელის კოშკს აღარასოდეს მოუწევს რომელიმე ქვეყნის დროშისფრად განათება, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიომ საშინაო დავალება (ან თუნდაც გაკვეთილი) სახელად სოლიდარობა, ვერ ჩააბარა, უფრო სწორად, შერჩევით ჩააბარა, შერჩევითობა კი ძალიან შორსაა გულწრფელობისაგან.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია