მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო
გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო

ეს გო­გო­ნა 2 თვის იზა­ბელ კაპ­ლა­ნია, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცია გახ­და მას შემ­დეგ, რაც დე­და­მის­მა მა­კენ­ზიმ შვი­ლის ფოტო "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ნა­თავ­სა. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი დეივ და მა­კენ­ზი კაპ­ლა­ნე­ბის გო­გო­ნა 8 იან­ვარს და­ი­ბა­და და სხვა ახალ­შო­ბი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თავი ხში­რი თმით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი. ახლა უკვე ორი თვი­სას კი შე­სა­შუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ჩემ პა­ტა­რა ბი­ძაშ­ვილს ისე­თი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს, რო­გო­რიც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვანს" - ასე­თი წარ­წე­რით გა­ავ­რცე­ლა ბავ­შვის ფოტო მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა. ფო­ტომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა და ასე­უ­ლო­ბით კო­მენ­ტა­რი და­აგ­რო­ვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან პა­ტა­რა იზის ვარ­ცხნი­ლო­ბით.

იზა­ბე­ლის სახე მი­მე­ბის შექ­მნის წყა­რო­დაც იქცა. მისი სახე და­ფო­ტო­შე­ბუ­ლია მარკ უოლ­ბერ­გის, დო­ნალდ ტრამ­პის და სხვა ცნო­ბი­ლე­ბის ტა­ნებ­ზე. "სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, პირ­ვე­ლი, რა­საც ხალ­ხი ამ­ჩნევს, ეს გახ­ლავთ თვე­ე­ბის ბავ­შვის თავი, რო­მე­ლიც ხში­რი თმი­თაა და­ფა­რუ­ლი. ყვე­ლას გულ­წრფე­ლი ემო­ცია აქვს და აღ­მოხ­დე­ბათ, შე­ხე­დე ამ თმებ­სო!", - ყვე­ბა 34 წლის დეივ კაპ­ლა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო

გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო

ეს გოგონა 2 თვის იზაბელ კაპლანია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც დედამისმა მაკენზიმ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა. კალიფორნიაში მცხოვრები დეივ და მაკენზი კაპლანების გოგონა 8 იანვარს დაიბადა და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, თავი ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ახლა უკვე ორი თვისას კი შესაშური ვარცხნილობა აქვს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემ პატარა ბიძაშვილს ისეთივე ვარცხნილობა აქვს, როგორიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს" - ასეთი წარწერით გაავრცელა ბავშვის ფოტო მისმა ოჯახის წევრმა. ფოტომ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვა და ასეულობით კომენტარი დააგროვა. ინტერნეტმომხმარებლები გაოცებულები არიან პატარა იზის ვარცხნილობით.

იზაბელის სახე მიმების შექმნის წყაროდაც იქცა. მისი სახე დაფოტოშებულია მარკ უოლბერგის, დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილების ტანებზე. "სადაც არ უნდა წავიდეთ, პირველი, რასაც ხალხი ამჩნევს, ეს გახლავთ თვეების ბავშვის თავი, რომელიც ხშირი თმითაა დაფარული. ყველას გულწრფელი ემოცია აქვს და აღმოხდებათ, შეხედე ამ თმებსო!", - ყვება 34 წლის დეივ კაპლანი.

"პერსევერანსის" 100 დღე მარსზე და შთამბეჭდავი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" - რა ინფორმაცია გამოგზავნა მარსმავალმა დედამიწაზე

უჩვეულო სანახაობა სოფელ დერცელში - ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსი გამართეს

როგორ ეშვება საჰაერო ბურთი თბილისში, ძლიერი ქარის დროს (ვიდეო)