ეგვიპტეში გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება. ამის შესახებ კვიპროსის მედია იტყობინება.
კვიპროსელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბომბია.
ამ წუთებში ეგვიპტეში გატაცებული თვითმფრინავი კვიპროსის ლარნაკას აეროპორტშია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320 გაიტაცეს. თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა რეისს.
ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ თვითმფრინავში გატაცების მომენტში 82 მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში საგანგებოდ ორი კრიზისული შტაბი გაიხსნა.