პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი
12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 12 წლის წინ მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა. თბი­ლის­ში, 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ის­ტო­რი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ვით ოთხმე­ზუ­რი მოკ­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2004 წელს და­ი­წყო, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლე­ლო­ბა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას მოხ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე ვერ იქნა გახ­სნი­ლი. "2015 წლის მარ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ცე­მულ საქ­მე­ზე გა­ა­აქ­ტი­უ­რა გა­მო­ძი­ე­ბა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მო­ძი­ე­ბუ­ლი და და­კი­თხუ­ლი იქ­ნენ მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლე­ბი, ჩა­ტარ­და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სრუ­ლად იქნა აღ­დგე­ნი­ლი 12 წლის წინ ჩა­დე­ნი­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, და­ვით ოთხმე­ზურ­სა და ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს შო­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც ას­ლან ბეჟა­ნი­ძემ და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და­ვით ოთხმე­ზურს, მათ შო­რის ერთ-ერთი გულ­მკერ­დის არე­ში და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­ვით ოთხმე­ზუ­რი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ას­ლან ბეჟა­ნი­ძე, 2016 წლის 26 მარტს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", -ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი

12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი

მთავარმა პროკურატურამ 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული დანაშაული გახსნა. თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი დავით ოთხმეზური მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაკავებული.

იხილეთ ვიდეო

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. "2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურამ მოცემულ საქმეზე გაააქტიურა გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს