ბრიუსელის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში არსებული უსაფრთხოების ზომები კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმელების სამიზნე აეროპორტი ამ დრომდეც არაერთხელ გამხდარა. ამის მიუხედავად, არაერთ განვითარებულ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები იმ დონემდე ვერ არის უზრუნველყოფილი, რომ ტერაქტის აღკვეთა დროულად მოხდეს.
საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს აეროპორტებში. ALLNEWS.GE ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა:
- თბილისის აეროპორტში, რა თქმა უნდა, არ არის მიღებული უსაფრთხოების ისეთი ზომები, როგორიც არის მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ან აშშ-ში, თუმცა თბილისის აეროპორტი უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმარისად დაცულია.
დაცვის პოლიციას გააჩნია საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ზრუნავს აღნიშნულ უსაფრთხოებაზე და ა.შ. შეიძლება ითქვას, თბილისში უსაფრთხოების ზომები გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ბევრ ევროპულ სახელმწიფოში. თბილისის აეროპორტის შენობაში ყველა შემსვლელი ვალდებულია ბარგი გაატაროს სკანერში, თავად კი გაიაროს მეტალოდეტექტორის ქვეშ. როგორც ვიცი, მსგავსი თუნდაც ბრიუსელის აეროპორტში არაფერი ყოფილა და მხოლოდ საპასპორტო კონტროლის ზონის მერე ხდებოდა შემოწმება. იხილეთ გაგრძელება