შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ევა ბარბაქაძის 9 საათიანი ოპერაცია იაშვილის კლინიკაში დასრულებულია.
როგორ ჩაიარა ოპერაციამ ამის გასარკვევად "ამბები.გე" შორენა ბეგაშვილის მეგობარს კახა მამულაშვილს ესაუბრა.
- კახა, როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
- ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ევას ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემლის ორ მალაზე და ყველაფერი კარგად დასრულდა. ხვალ ჩაუტარდება მენჯ-ბარძაყის და ხელის ოპერაცია.
მსახიობისა და ტელეწამყვანის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
თამარ ბოჭორიშვილი
ასევე იხილეთ: "ბავშვს ესეთი ტრავმები აქვს და დედამისს აქეთ აწყნარებს..." - ევა ბარბაქაძე ოპერაციაზე შეიყვანეს
"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე