პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"
"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ახა­ლი წევ­რია. მჭედ­ლი­ძე ლა­გო­დეხ­ში პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი იქ­ნე­ბა. ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას მე­უღ­ლეა. წყვი­ლი 2010 წელს და­ქორ­წინ­და და ერთი ბი­ჭუ­ნა ჰყავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­რა­სე­ლი­ას მე­უღ­ლეს "დე­მოკ­რა­ტე­ბამ­დე" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი ჰქონ­და. ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე გიგი უგუ­ლა­ვას მრჩე­ვე­ლი იყო და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი მე­რის ახლო მე­გო­ბა­რია. ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რიც გახ­ლდათ.

გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მჭედ­ლი­ძემ უგუ­ლა­ვას­თან და კო­დუ­ას­თან მე­გობ­რო­ბა­ზე, ასე­ვე იმ ჭორ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც საკ­რე­ბუ­ლო­დან მისი წა­მოს­ვლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­თან ჩხუბს უკავ­შირ­დე­ბო­და.

- მა­შინ­დელ მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, და­სახ­მა­რებ­ლად თით­ქოს ერეკ­ლე კო­დუ­ას და­უ­რე­კეთ, რო­მელ­მაც "დამ­ხმა­რე ძალა" გა­მო­გიგ­ზავ­ნათ...

- ტყუ­ი­ლია!

- მა­შინ მი­თხა­რით სი­მარ­თლე, რა მოხ­და?

- ისე­თი არა­ფე­რი - ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და ჩხუ­ბი ყველ­გან ხდე­ბა. ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩხუ­ბი ატყდა და დამ­თავ­რდა, თე­მა­ში არც კო­დუა იყო და არც სხვა ვინ­მე.

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან ხომ მე­გობ­რობთ?

- დიახ, კო­დუ­ას მე­გო­ბა­რი მა­ნამ­დეც ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ვარ! პო­ლი­ტი­კა­სა და მე­გობ­რო­ბას ერ­თმა­ნეთ­ში არ ვუ­რევ! თბი­ლი­სი და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან პა­ტა­რაა. ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი და არა­პო­ლი­ტი­კო­სი მე­გო­ბა­რი მყავს. კო­დუ­ას გა­ცი­ლე­ბით ადრე ვიც­ნობ­დი, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებს გგო­ნი­ათ, მა­შინ არ პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც კო­დუა იყო იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

- რა­ღა­ცე­ებს რომ ამ­ბობ­დნენ, კო­დუ­ას­თვის არ გი­კი­თხავთ, მარ­თა­ლი იყო თუ არა?

- ჩემ­თვის პირ­ვე­ლი მე­გობ­რო­ბაა და მით უმე­ტეს, მა­შინ, როცა აქ არ ვცხოვ­რობ­დი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და! სა­მე­გობ­როდ ისე არ ამირ­ჩე­ვია, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი! ამი­ტომ არა­ფე­რი მი­კი­თხავს, რად­გან თა­ვი­სი საქ­მე ჰქონ­და და ამ საქ­მეს აკე­თებ­და! სხვა­თა შო­რის, "ოც­ნე­ბა­შიც" ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს! თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ვარ და დიდი სა­მე­გობ­რო მყავს.

- ნათ­ქვა­მია, რაც მეტი მე­გო­ბა­რი გყავს, მით უფრო მდი­და­რი ხარო, მაგ­რამ ვახ­ტანგ, ისევ რეს­ტორ­ნის ინ­ცი­დენტს და­ვუბ­რუნ­დეთ...

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩხუ­ბი მოხ­და...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: კო­დუ­ას და უგუ­ლა­ვას ახლო მე­გო­ბა­რი, გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას მე­უღ­ლე - ვინ არის ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის ახა­ლი წევ­რი

- ისიც ით­ქვა, ამ ჩხუ­ბის მერე მი­შამ მჭედ­ლი­ძეს შე­უთ­ვა­ლა, თვა­ლით აღარ და­მე­ნა­ხოო და საკ­რე­ბუ­ლოც, თურ­მე, ამი­ტომ და­ტო­ვეთ... მი­შამ მარ­თლა ამის გამო აგით­ვალ­წუ­ნათ?

- მიშა რა შუ­ა­შია?... დღე­საც ბევ­რი ჭო­რია, მაგ­რამ ჭორი სი­მარ­თლე ხომ არაა?! ვი­ჩხუ­ბეთ, შევ­რიგ­დით და მორ­ჩა მორ­ჩა ჩხუ­ბი და მორ­ჩა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ჩემი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც... იქ არც კო­დუა იყო და არც - კო­დუ­ას ხალ­ხი. სხვა­თა შო­რის, რეს­ტო­რან­ში საკ­რე­ბუ­ლოს მა­შინ­დე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბიც იყ­ვნენ და შე­გიძ­ლი­ათ ჰკი­თხოთ. მას, ვის­თა­ნაც ჩხუ­ბი მოხ­და, საკ­რე­ბუ­ლოს­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და, რეს­ტო­რან­ში ისე იყო შე­მო­სუ­ლი...

- ვის არ უჩხუ­ბია, მაგ­რამ ამის გამო პო­ლი­ტი­კი­დან არ წა­სუ­ლა. ვახ­ტანგ, ეს ჩხუ­ბი იმის სა­ბაბ-მი­ზე­ზი რა­ტომ გახ­და, საკ­რე­ბუ­ლო და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ?

- აშ­კა­რა იყო, რომ ერ­თად მუ­შა­ო­ბა არ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აწყო­ბა ამ პო­ლი­ტი­კურ გუნდთან, ჩხუ­ბის მერე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თან ცოლი ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი მყავ­და და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. იმ ეტაპ­ზე უფრო სხვა თე­მე­ბი მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი...

- ამის შემ­დეგ მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გირ­თულ­დათ?

- რა თქმა უნდა. როცა გუნ­დი­დან შენი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­დი­ხარ, თან წას­ვლამ­დე ვი­ღა­ცებს სცემ, ცხა­დია, ურ­თი­ერ­თო­ბა ფუჭ­დე­ბა, თუმ­ცა და­ძა­ბუ­ლო­ბა არა­ვის­თან მქო­ნია...

- სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე ით­ქვა, რომ ვე­ნა­ში გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას თქვენც და­ეს­წა­რით...

- გი­გის ცო­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა ჩემ ქორ­წილს და­ემ­თხვა და თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი. ჩემს ქორ­წილ­ში გი­გიც არ ყო­ფი­ლა... შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ პრა­ღა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით. პრა­ღი­დან ჩა­ვე­დი ვე­ნა­ში და თა­ვის­თა­ვად ვნა­ხე.

- გიგი უგუ­ლა­ვა უფრო ახლო მე­გო­ბა­რია თუ ერეკ­ლე კო­დუა?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­ზე ასე­თი კი­თხვა დას­ვათ? ორი­ვე ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, პო­ლი­ტი­კა­სა და მე­გობ­რო­ბას ერ­თმა­ნეთს არ ვუ­კავ­ში­რებ!

ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრია. მჭედლიძე ლაგოდეხში პარტიის პოლიტიკური ლიდერი იქნება. ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავს. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ.

გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მჭედლიძემ უგულავასთან და კოდუასთან მეგობრობაზე, ასევე იმ ჭორზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც საკრებულოდან მისი წამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ჩხუბს უკავშირდებოდა.

- მაშინდელ მედიაში დაიწერა, დასახმარებლად თითქოს ერეკლე კოდუას დაურეკეთ, რომელმაც "დამხმარე ძალა" გამოგიგზავნათ...

- ტყუილია!

- მაშინ მითხარით სიმართლე, რა მოხდა?

- ისეთი არაფერი - ქართველები ვართ და ჩხუბი ყველგან ხდება. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა და დამთავრდა, თემაში არც კოდუა იყო და არც სხვა ვინმე.

- შეიძლება, მაგრამ ერეკლე კოდუასთან ხომ მეგობრობთ?

- დიახ, კოდუას მეგობარი მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ! პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთში არ ვურევ! თბილისი და საერთოდ, საქართველო ძალიან პატარაა. ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი მეგობარი მყავს. კოდუას გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვიდრე ჟურნალისტებს გგონიათ, მაშინ არ პოლიტიკაში ვიყავი, არც საქართველოში და არც კოდუა იყო იმ თანამდებობაზე.

- რაღაცეებს რომ ამბობდნენ, კოდუასთვის არ გიკითხავთ, მართალი იყო თუ არა?

- ჩემთვის პირველი მეგობრობაა და მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ არ ვცხოვრობდი, მისი პოლიტიკური წარსული და მომავალი საერთოდ არ მაინტერესებდა! სამეგობროდ ისე არ ამირჩევია, როგორც პოლიტიკოსი ან თანამდებობის პირი! ამიტომ არაფერი მიკითხავს, რადგან თავისი საქმე ჰქონდა და ამ საქმეს აკეთებდა! სხვათა შორის, "ოცნებაშიც" ბევრი მეგობარი მყავს! თბილისელი ბიჭი ვარ და დიდი სამეგობრო მყავს.

- ნათქვამია, რაც მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარო, მაგრამ ვახტანგ, ისევ რესტორნის ინციდენტს დავუბრუნდეთ...

- ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა...

ასევე წაიკითხეთ: კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

- ისიც ითქვა, ამ ჩხუბის მერე მიშამ მჭედლიძეს შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო და საკრებულოც, თურმე, ამიტომ დატოვეთ... მიშამ მართლა ამის გამო აგითვალწუნათ?

- მიშა რა შუაშია?... დღესაც ბევრი ჭორია, მაგრამ ჭორი სიმართლე ხომ არაა?! ვიჩხუბეთ, შევრიგდით და მორჩა მორჩა ჩხუბი და მორჩა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემი თანამშრომლობაც... იქ არც კოდუა იყო და არც - კოდუას ხალხი. სხვათა შორის, რესტორანში საკრებულოს მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ და შეგიძლიათ ჰკითხოთ. მას, ვისთანაც ჩხუბი მოხდა, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონდა, რესტორანში ისე იყო შემოსული...

- ვის არ უჩხუბია, მაგრამ ამის გამო პოლიტიკიდან არ წასულა. ვახტანგ, ეს ჩხუბი იმის საბაბ-მიზეზი რატომ გახდა, საკრებულო დაგეტოვებინათ?

- აშკარა იყო, რომ ერთად მუშაობა არ გამოგვივიდოდა, საქმიანი და პირადი ურთიერთობების აწყობა ამ პოლიტიკურ გუნდთან, ჩხუბის მერე, წარმოუდგენელი იყო, თან ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და გადავწყვიტე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. იმ ეტაპზე უფრო სხვა თემები მქონდა გასაკეთებელი...

- ამის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაგირთულდათ?

- რა თქმა უნდა. როცა გუნდიდან შენი ინიციატივით მიდიხარ, თან წასვლამდე ვიღაცებს სცემ, ცხადია, ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა დაძაბულობა არავისთან მქონია...

- სხვათა შორის, თავის დროზე ითქვა, რომ ვენაში გიგი უგულავას მეუღლის მშობიარობას თქვენც დაესწარით...

- გიგის ცოლის მშობიარობა ჩემ ქორწილს დაემთხვა და თბილისში ვიყავი. ჩემს ქორწილში გიგიც არ ყოფილა... შემდეგ გადავწყვიტეთ პრაღაში წავსულიყავით. პრაღიდან ჩავედი ვენაში და თავისთავად ვნახე.

- გიგი უგულავა უფრო ახლო მეგობარია თუ ერეკლე კოდუა?

- როგორ შეიძლება მეგობრებზე ასეთი კითხვა დასვათ? ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვიმეორებ, პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთს არ ვუკავშირებ!

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."