პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიის სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული პრემია-დანამატები - მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა
მერიის სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული პრემია-დანამატები - მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ "მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი მე­დი­ა­ტო­რი" ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს.

"მე­დი­ა­ტორ­მა" გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და მო­ნა­ცე­მე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გა­ცე­მუ­ლი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც "მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრ მე­დი­ა­ტო­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, მას შემ­დეგ, რაც მის­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ჯა­რო გა­ხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ცე­მუ­ლი კო­ლო­სა­ლუ­რი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბი - 2.198.000 ლარი, გა­და­წყვი­ტეს, შე­ეს­წავ­ლათ მე­რი­ის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ააიპ-ების, შპს-ები­სა და სსიპ-ების მიერ მი­ღე­ბუ­ლი სარ­გო, და­ნა­მა­ტი და პრე­მია.

"იმ ფონ­ზე, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უამ­რა­ვი შე­კი­თხვა აქვს მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ნე­ბარ­თვე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გას­ცემს, ანა­ზღა­უ­რე­ბა ამ სამ­სა­ხურ­ში შთამ­ბეჭ­და­ვია - მხო­ლოდ 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში პრე­მი­ად გა­ი­ცა 160.479 ლარი, და­ნა­მა­ტად - 104.905 ლარი და ჯამ­ში ამ ერთ თვე­ში "წა­ხა­ლი­სე­ბამ" 265.000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა დე­კემ­ბერ­ში 7.375 ლარი აიღო, ხოლო მის­მა ოთხმა მო­ად­გი­ლემ - სა­თი­თა­ოდ 7.980 ლარი.

გა­მო­დის, ხუთი შე­უც­ვლე­ლი მო­ხე­ლის შე­ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც ასე ქა­ო­სუ­რად გას­ცე­მენ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვებს, მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში 39.295 ლარი დაგ­ვიჯ­და. იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვალ­ში და­ნა­მა­ტებს მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იღებ­დნენ - იან­ვარ­ში 28.044 ლარი და­ნა­მა­ტი გა­ი­ცა, ხოლო თე­ბერ­ვალ­ში - 28.795 ლარი. ამ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რის სტა­ფი საწ­ვავ­საც მო­იხ­მარ­და და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხარ­ჯმა 3 527 ლიტრს მი­აღ­წია.

მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან - ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ 2015 წელს ამ სამ­სა­ხურ­შიც "მსუ­ყე" პრე­მი­ე­ბი და და­ნა­მა­ტე­ბი აი­ღეს, მა­შინ, როცა საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მოგ­ვცეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ, რომ გა­ბე­რი­ლია რო­გორც შტა­ტე­ბი, ასე­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აყ­ვა­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ხში­რად კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არ­ქო­ნაც სა­ხე­ზეა, რის კვლე­ვა­საც გან­ვაგ­რძობთ. თუმ­ცა მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვარ­კვევთ, რომ ამ სამ­სა­ხურ­ში 2015 წელს პრე­მი­ად 229.161 ლარი, ხოლო და­ნა­მა­ტის სა­ხით 369.893 ლარი გა­ი­ცა. ჯამ­ში მხო­ლოდ ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში 2015 წელს 599.054 ლარი გა­ი­ცა პრე­მია-და­ნა­მა­ტის სა­ხით", -გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია რა სამ­სა­ხუ­რია ააიპ "კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ცენ­ტრი".

"რა ღო­ნის­ძი­ე­ბას გეგ­მა­ვენ ან მათი და­გეგ­მი­ლი ვის რა უნა­ხავს? სა­მა­გი­ე­როდ, დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვალ­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა პრე­მია-და­ნა­მატ­მა 57.660 ლარი შე­ად­გი­ნა. აქე­დან 31.185 ლარი და­ნა­მა­ტია და 26.475 - პრე­მია. ამ ააიპ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პრე­მია-და­ნა­მატ­მა დე­კემ­ბერ­ში 5.550 ლარი შე­ად­გი­ნა და თუ ამას ხელ­ფას­საც და­უ­მა­ტებთ, მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში 8.325 ლარი გა­და­ვუ­ხა­დეთ, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­ზი­დენ­ტის 2 თვის ანა­ზღა­უ­რე­ბაა, ბა­ღის პე­და­გო­გის კი, 3 წლის ხელ­ფა­სი. ამას უნდა და­ვუ­მა­ტოთ ამ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ 3 თვე­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი 1061 ლიტ­რი საწ­ვა­ვი", - აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მუ­შა­ო­ბა­ზეც.

"მით უფრო აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ამ ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის კო­ლო­სა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა. 2015 წლის დე­კემ­ბერ­სა და 2016 წლის იან­ვარ­ში ამ ფონდში 60.000 ლა­რის და­ნა­მა­ტი და 44.000 ლა­რის პრე­მია გა­ი­ცა, ჯამ­ში 2 თვე­ში - 104.000 ლარი. დიდი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბი გა­ი­ცე­მა ისეთ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცით. ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი 104.000 ლარი 3 თვე­ში 994 ბე­ნე­ფი­ცი­არს ეყო­ფო­და, მე­რი­ის "სტან­დარ­ტე­ბით" დღე­ში 1,18 ლა­რად რომ გა­მოგ­ვეკ­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, ციფ­რე­ბი ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ თე­მურ თორ­დი­ნა­ვა­სა და მისი "გუნ­დის" მა­და­ზე მი­უ­თი­თებს. მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში გა­ცე­მულ­მა პრე­მია-და­ნა­მა­ტებ­მა 66.000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, სა­ი­და­ნაც პრე­მია 59.000 ლა­რია. მხო­ლოდ თორ­დი­ნა­ვას პრე­მია-და­ნა­მატ­მა ერთ თვე­ში 5.000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა და ამას მის ხელ­ფას­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, გა­მო­ვა, რომ ერთ თვე­ში 8.000 ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც გა­ურ­კვე­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს თვე­ში უხ­დი­ან 8.000 ლარს, მე­შახ­ტეს კი 300 ლარს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მერიის სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული პრემია-დანამატები - მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა

მერიის სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული პრემია-დანამატები - მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა

თბილისის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ "მონიტორინგის ცენტრი მედიატორი" ინფორმაციის მოძიებასა და გასაჯაროებას განაგრძობს.

"მედიატორმა" გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მიაწოდა მონაცემები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მერიის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ.

როგორც "მონიტორინგის ცენტრ მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო გახადა დედაქალაქის მერიაში 2015 წლის დეკემბერში გაცემული კოლოსალური პრემია-დანამატები - 2.198.000 ლარი, გადაწყვიტეს, შეესწავლათ მერიის დაფუძნებული ააიპ-ების, შპს-ებისა და სსიპ-ების მიერ მიღებული სარგო, დანამატი და პრემია.

"იმ ფონზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს უამრავი შეკითხვა აქვს მიმდინარე მშენებლობების ნებართვების ლეგიტიმურობაზე, რომლებსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს, ანაზღაურება ამ სამსახურში შთამბეჭდავია - მხოლოდ 2015 წლის დეკემბერში პრემიად გაიცა 160.479 ლარი, დანამატად - 104.905 ლარი და ჯამში ამ ერთ თვეში "წახალისებამ" 265.000 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ანაზღაურებას, სამსახურის უფროსმა დეკემბერში 7.375 ლარი აიღო, ხოლო მისმა ოთხმა მოადგილემ - სათითაოდ 7.980 ლარი.

გამოდის, ხუთი შეუცვლელი მოხელის შენახვა, რომლებიც ასე ქაოსურად გასცემენ სამშენებლო ნებართვებს, მხოლოდ დეკემბერში 39.295 ლარი დაგვიჯდა. იანვარსა და თებერვალში დანამატებს მხოლოდ თანამდებობის პირები იღებდნენ - იანვარში 28.044 ლარი დანამატი გაიცა, ხოლო თებერვალში - 28.795 ლარი. ამ პერიოდში სამსახურის სტაფი საწვავსაც მოიხმარდა და 3 თვის განმავლობაში ხარჯმა 3 527 ლიტრს მიაღწია.

მერიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაციიდან - ქონების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წელს ამ სამსახურშიც "მსუყე" პრემიები და დანამატები აიღეს, მაშინ, როცა საშტატო ერთეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვცეს. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ გაბერილია როგორც შტატები, ასევე ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა და ხშირად კვალიფიკაციის არქონაც სახეზეა, რის კვლევასაც განვაგრძობთ. თუმცა მოწოდებული ინფორმაციით ვარკვევთ, რომ ამ სამსახურში 2015 წელს პრემიად 229.161 ლარი, ხოლო დანამატის სახით 369.893 ლარი გაიცა. ჯამში მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა პრემია-დანამატის სახით", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საერთოდ გაუგებარია რა სამსახურია ააიპ "კულტურული ღონისძიების ცენტრი".

"რა ღონისძიებას გეგმავენ ან მათი დაგეგმილი ვის რა უნახავს? სამაგიეროდ, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში თანამშრომელთა პრემია-დანამატმა 57.660 ლარი შეადგინა. აქედან 31.185 ლარი დანამატია და 26.475 - პრემია. ამ ააიპ-ის ხელმძღვანელის პრემია-დანამატმა დეკემბერში 5.550 ლარი შეადგინა და თუ ამას ხელფასსაც დაუმატებთ, მხოლოდ დეკემბერში 8.325 ლარი გადავუხადეთ, რაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტის 2 თვის ანაზღაურებაა, ბაღის პედაგოგის კი, 3 წლის ხელფასი. ამას უნდა დავუმატოთ ამ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ 3 თვეში მოხმარებული 1061 ლიტრი საწვავი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი კითხვა ჩნდება "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მუშაობაზეც.

"მით უფრო აღმაშფოთებელია ამ ფონდის ხელმძღვანელი პირების კოლოსალური ანაზღაურება. 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში ამ ფონდში 60.000 ლარის დანამატი და 44.000 ლარის პრემია გაიცა, ჯამში 2 თვეში - 104.000 ლარი. დიდი პრემია-დანამატები გაიცემა ისეთ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში, რომელთა საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი ვიცით. ზემოთ მოყვანილი 104.000 ლარი 3 თვეში 994 ბენეფიციარს ეყოფოდა, მერიის "სტანდარტებით" დღეში 1,18 ლარად რომ გამოგვეკვება.

რაც შეეხება ბაღების მართვის სააგენტოს, ციფრები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და მისი "გუნდის" მადაზე მიუთითებს. მხოლოდ დეკემბერში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 66.000 ლარს გადააჭარბა, საიდანაც პრემია 59.000 ლარია. მხოლოდ თორდინავას პრემია-დანამატმა ერთ თვეში 5.000 ლარს გადააჭარბა და ამას მის ხელფასსაც თუ დავამატებთ, გამოვა, რომ ერთ თვეში 8.000 ლარამდე შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაურკვეველი სამსახურების ხელმძღვანელებს თვეში უხდიან 8.000 ლარს, მეშახტეს კი 300 ლარს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."