მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა
მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

სსიპ მეს­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ათუ­ნაშ­ვილ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან იუ­რის­ტად ძმა, ნი­კო­ლოზ ათუ­ნაშ­ვი­ლი აიყ­ვა­ნა. მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერთი წლის ვა­დით გა­ფორმ­და.

მა­ნამ­დე თე­ატ­რში იუ­რის­ტად ნინო დე­მეტ­რა­ძე მუ­შა­ობ­და. მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 2015 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს ამო­ე­წუ­რა და დი­რექ­ტორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აღარ გა­უგ­რძე­ლა.

"რა­ტომ მი­თხრეს უარი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, არ ვიცი, დი­რექ­ტორს რომ შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, ვადა ამო­ი­წუ­რა და აღარ ვა­პი­რებთ შენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სო", - ამ­ბობს ნინო დე­მეტ­რა­ძე.

ათუ­ნაშ­ვი­ლი კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დე­მეტ­რა­ძეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აღარ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ერ­თად მი­ი­ღეს: "ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი და­ვა­ვა­ლე, რა­საც ვერ შეძ­ლებ­და იმ მო­მენ­ტში, რად­გან პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავს და თბი­ლის­ში, სა­სა­მარ­თლო­ში იყო ბევ­რი სარ­ბე­ნი. მშე­ნე­ბე­ლი გვი­ჩი­ო­და. მი­თხრა, ვერ შევ­ძლე­ბო, ავუხ­სე­ნი რა ვი­თა­რე­ბაც იყო და ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - ამ­ბობს თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი.

აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს დე­მეტ­რა­ძე: "კა­ნონ­ში სად­მე წე­რია, რომ თუ ერთ წლამ­დე ასა­კის შვი­ლი გყავს, სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა გა­მო­გიშ­ვან?! პირ­ვე­ლი შვი­ლი როცა მყავ­და პა­ტა­რა, მა­შინ უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებს ვარ­თმევ­დი თავს. ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს არა­ფერ­ში შე­მიშ­ლი­და. ვერ იტყვი­ან, რომ რა­ღა­ცა და­მა­ვა­ლეს და ვერ შე­ვას­რუ­ლე".

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

სსიპ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა მიმდინარე წლის იანვრიდან იურისტად ძმა, ნიკოლოზ ათუნაშვილი აიყვანა. მასთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა.

მანამდე თეატრში იურისტად ნინო დემეტრაძე მუშაობდა. მას ხელშეკრულების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ამოეწურა და დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

"რატომ მითხრეს უარი ხელშეკრულების გაგრძელებაზე, არ ვიცი, დირექტორს რომ შევხვდი და ვესაუბრე, მითხრა, ვადა ამოიწურა და აღარ ვაპირებთ შენთან თანამშრომლობასო", - ამბობს ნინო დემეტრაძე.

ათუნაშვილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება, დემეტრაძესთან ხელშეკრულება აღარ გაეგრძელებინა, ერთად მიიღეს: "ისეთი რაღაცეები დავავალე, რასაც ვერ შეძლებდა იმ მომენტში, რადგან პატარა ბავშვი ჰყავს და თბილისში, სასამართლოში იყო ბევრი სარბენი. მშენებელი გვიჩიოდა. მითხრა, ვერ შევძლებო, ავუხსენი რა ვითარებაც იყო და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - ამბობს თეატრის დირექტორი.

აღნიშნულს უარყოფს დემეტრაძე: "კანონში სადმე წერია, რომ თუ ერთ წლამდე ასაკის შვილი გყავს, სამსახურიდან უნდა გამოგიშვან?! პირველი შვილი როცა მყავდა პატარა, მაშინ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებს ვართმევდი თავს. ოჯახური მდგომარეობა ხელს არაფერში შემიშლიდა. ვერ იტყვიან, რომ რაღაცა დამავალეს და ვერ შევასრულე".

წაიკითხეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა