გუშინ მომხადრი უბედური შემთხვევის შემდეგ, როდესაც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა, სოციალურ ქსელებში კომენტარები არ წყდება. სამწუხაროდ, უამრავ გამამხნევებელ პოსტებთან ერთად, შორენასა და მისი ქალიშვილის მისამართით არაერთი უარყოფითი შინაარსის კომენტარი დაიწერა. "ამბები.გე" შეგნებულად თავს იკავებს მსგავსი შინაარსის კომენტარების ტირაჟირებისგან, თუმცა გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების პოსტებს, რომლებიც ნეგატიური კომენტარების ავტორებს პასუხიბენ:
გიორგი სუხიტაშვილი:
ჩვენ ვართ, სხვისი სექსის მაყურებლები, ანანისტებითა და სადისტებით სავსე საზოგადოება, (ვიცი რომელიღაცა ტკიპა ამას სტატიის სათაურად აიღებს და ამ ზემოთხსენებულებს ალანძღვინებს ჩემ თავს. მაგრამ მკიდია) ყოველგვარ ეთიკას და ესთეტიკას გაცდენილი კადრების ყურებისას სიამოვნებას განიცდიან. ეს არ იკმარეს ეხლა 14 წლის ბავშვი გადმოვარდა მაღალი სართულიდან უმძიმესადაა და ვიღაცა ნაბიჭვრები დგანან და ამაზე ღადაობენ, ქირქილებენ, ზოგი დედამისის ცხოვრებას იხსენებს, ზოგი ბრაზობს თუ რატომ გავრცელდა ეს ამბავი ასე. თქვე უსქესოებო და სადისტებო, ბავშვმა რა ქნას, თუ დედა პოპულარული ყავს და ასე გავრცელდა მისი ამბავი. ან სახლში არ გყავს ოჯახის წევრი, არ შეგიძლია საკუთარ თავზე წარმოიდგინო ეს ??? ვახ. ვცდილობ კორექტული ვიყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ?
ნიკა გვარამია:
ისე სძულთ ადამიანებს წარმატებული და ლამაზი ქალები, მათ ყველაზე დიდ განსაცდელზე - შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე - პარაზიტირებენ, თან ღმერთის სახელით.
ფსიქოლოგიას დიდი ხანია გასცდნენ. ფსიქიატრიის სფეროა.
ნუკი კოშკელიშვილი:
შეგნებულად დავბლოკავ შორენას ამ პოსტიდან! ყველა ამ კომენტარის და სიტყვის ავტორი არის ნაგავი მინდა ყველამ ნახოთ და გააზიაროთ !!!!! რომ ასეთ ნაგვებს არც გარეთ და არც ფეისბუკზე არ შემოესვლებოდეთ... თავი მოიკალით და გა***ით საქარათველოდან!!!!!! საერთოდ გა**ით დედამიწიდან!!!!
ლოლა ლომიძე:
ის პატარა გოგო კი კარგად იქნება, ექიმებმა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო, საბედნიეროდ.
მაგრამ იმ ხალხს არაფერი ეშველება გვამებად რომ დაიბადნენ.
სტეფანე მღებრიშვილი:
გიჟური კონენტარების ავტორები, სავარაუდოდ კლინიკურად ავლენენ რომ სამკურბალოები არიან. მძაფრი კონენტარების ავტორები შიზოფრენიისკენ მიდრეკილები ... ამას მეც, ჩვეულებრივი მოქალაქე ვხვდები... ხო და იმის თქმა მინდა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბოროტებს. ბოროტებაც პათოლოგიაა, მათ საკუთარი გაჭირვებაც ეყოფათ. ესეთ ვითარებაში ვცხოვრობთ. ყველაფერს ორი მხარე აქვს. სადაც არ უნდა გაიხედო, სიგიჟეა.. ყველა კუთხით. აწი მედიტაცია თუ გვიშველის. სასწრაფოდ, რადიკალურად შესაცვლელია ჩვენი ცხოვრების სტრატეგია, სანამ იმ ფილმივით, ბაყაყების წვიმა წამოვიდა... მშვიდობიანი დღე გქონოდეთ.
მერსი სულხანიშვილი:
ქართველობა უკვე მართლა სამარცხვინო გახდა, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისაგან. ასევე ვთვლი, რომ რაღაცნაირად პროპაგანდას ვუწევ კონკრეტული აბსურდი ადამიანების ნაბოდვარს, რომ (ჯ) კლასის კატეგორიის პოსტებს ვეხმაურები.
1) ვიღაც (ჯ) კლასმა რაღაც დაპოსტა ეს მისი პრობლემა რაღატო ვაპიარებთ და ვუსვამთ ხაზს ვდებთ სქრინებს და ვუწევთ პროპაგანდას;
2) უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არ ვართ;
3) ხალხო ყველაფრით პრ აღარ გამიგია;
და ბოლოს საერთოდ გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ამითი ზოგზოგიერთი უნიათოები ცდილიბთ 0,02 $ დოლარის შოვნას გცხვენოდეთ მართლა.
მართლა მრცხვენია, რომ თქვენც ქართველები გქვიათ! ისე ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს სულით ხორცამდე ნაგავი ჩასარეცხი შეიძლება ყველა ერში ერთეული გამოერიოს.
ნუკა კვალიაშვილი:
შორენას შვილთან დაკავშირბით ძალიან განვიცადე და ეხლაც ძალიან განვიცდი, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ევას და დედას კიდე ამ საშინელი სიტუაციის გადალახვას მშვიდობიანად...საშინელებაა რაც მოხდა და აი თქვენ კი ვის კომენტარებსაც თვალი მოვკარი ცოტა აზრზე მოდით ხალხო და ადამიანობა ნუ დაკარგეთ საერთოდ, ეს რეები წავიკითხე თვალებს ვერ ვუჯერებ ეხლაც, ესეთი არაადამიანები როგორ გაიზარდეთ) სირცხვილია მეტი არაფერი...გულის ამრევები ხართ... მრცხვენია რომ ესეთი მდაბიო გაბოროტებული აზროვნება გაქვთ და უფრო საშინელებაა პატარა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვები ამისთანა საშინელებებს რო აფრქვევთ, ეს თქვენი განვითარების, აღზრდის და მშობლების განუვითარებლობაზე მეტყველებს, მიმიფურთხებია თქვენნაირი 'ადამიანებისთვის' რომლებსაც გარეული ცხოველიც კი გჯობიათ....
იხილეთ ასევე: „რა კომენტარებს ვკითხულობ... ბავშვი სიკვდილს ებრძვის!“ - ცნობილების ფბ-გამოხმაურება შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე