Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ
როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ

რას იტყო­დით ერთ გა­მო­ძი­ნე­ბა­ში 47 000 დო­ლა­რი რომ გა­და­გე­ხა­დათ? სწო­რედ ამ­დენს იხ­დი­ან აბუ და­ბის ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­რო The St. Regis-ის სტუმ­რე­ბი ერთ ღა­მე­ში. 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ამ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნო­მერ­ში მოხ­ვედ­რა პირ­და­პირ ვერ­ტმფრე­ნი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმის­თვის, რომ მდი­დარ­მა სტუ­მარ­მა დრო არ და­კარ­გოს, ვერ­ტმფრე­ნის და­საფ­რე­ნი ად­გი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად ამ ნომ­რის სტუმ­რე­ბის­თვის არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

ამე­რი­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ტომი ჰილ­ფი­გე­რის პენ­ტჰა­უ­სი, რო­მე­ლიც ნიუ იორ­კის Plaza Hotel-ში არის გან­თავ­სე­ბუ­ლი, მდიდ­რუ­ლი ძი­ლის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სას­ტუმ­რო­ში, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა, 65 წლის დი­ზა­ი­ნერს სა­უ­კე­თე­სო ნო­მე­რი აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი. ენით აუ­წე­რელ ფუ­ფუ­ნე­ბას ნიუ იორ­კის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბიც ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც პენ­ტჰა­უ­სის ფან­ჯრე­ბი­დან ცენ­ტრალ პარკზე იშ­ლე­ბა.

ვერ­სა­ჩეს სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მა­ი­ა­მი ბიჩ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ბოლო მფლო­ბელ­მა 41 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. სახ­ლის ერთ-ერთი მშვე­ნე­ბაა მდიდ­რუ­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი, რო­მელ­შიც ერთ დროს იტა­ლი­ელ დი­ზა­ი­ნერს ეძი­ნა. ერთხელ კი აქ მა­დო­ნა­მაც გა­მო­ი­ძი­ნა, როცა მა­ი­ა­მი ბიჩს სტუმ­რობ­და.

ამ სა­ძი­ნე­ბელ­ში მხო­ლოდ სა­წო­ლი, რო­მე­ლიც ალი­გა­ტო­რის ტყა­ვის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, 80 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. გა­მო­ძი­ნე­ბა კი სტუ­მარს 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მო­უ­წევს. სა­წო­ლის კი­დე­ში მო­თავ­სე­ბულ სკამ­ში კი ტე­ლე­ვი­ზო­რი "იმა­ლე­ბა" - ღი­ლაკ­ზე ერთი და­ჭე­რა და ძი­ლის წინ საყ­ვა­რე­ლი ფილ­მის ნახ­ვა­საც შეძ­ლებთ.

კი­დევ ერთი მდიდ­რუ­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი, სა­დაც მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით 1960 წელს ერთი ღამე გა­ა­ტა­რეს ჯონ კე­ნე­დიმ და მე­რი­ლინ მონ­რომ, სან ფრან­ცის­კო­ში მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­რო Fairmont-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო პენ­ტჰა­უ­სის და­ქი­რა­ვე­ბა მსურ­ველს ღა­მე­ში 15 000 დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ

როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ

რას იტყოდით ერთ გამოძინებაში 47 000 დოლარი რომ გადაგეხადათ? სწორედ ამდენს იხდიან აბუ დაბის ცნობილი სასტუმრო The St. Regis-ის სტუმრები ერთ ღამეში. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ამ ძვირადღირებულ ნომერში მოხვედრა პირდაპირ ვერტმფრენიდან არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ მდიდარმა სტუმარმა დრო არ დაკარგოს, ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი პერსონალურად ამ ნომრის სტუმრებისთვის არის გამოყოფილი.

ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის პენტჰაუსი, რომელიც ნიუ იორკის Plaza Hotel-ში არის განთავსებული, მდიდრული ძილის კიდევ ერთი საშუალებაა. გასაკვირი არ არის, რომ სასტუმროში, რომელიც ექსკლუზიურობისა და ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება, 65 წლის დიზაინერს საუკეთესო ნომერი აქვს გამოყოფილი. ენით აუწერელ ფუფუნებას ნიუ იორკის შთამბეჭდავი ხედებიც ემატება, რომელიც პენტჰაუსის ფანჯრებიდან ცენტრალ პარკზე იშლება.

ვერსაჩეს სასახლე, რომელიც მაიამი ბიჩზე მდებარეობს, ბოლო მფლობელმა 41 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლის ერთ-ერთი მშვენებაა მდიდრული საძინებელი, რომელშიც ერთ დროს იტალიელ დიზაინერს ეძინა. ერთხელ კი აქ მადონამაც გამოიძინა, როცა მაიამი ბიჩს სტუმრობდა.

ამ საძინებელში მხოლოდ საწოლი, რომელიც ალიგატორის ტყავისგანაა დამზადებული, 80 000 დოლარის ღირებულებისაა. გამოძინება კი სტუმარს 1 მილიონ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში მოუწევს. საწოლის კიდეში მოთავსებულ სკამში კი ტელევიზორი "იმალება" - ღილაკზე ერთი დაჭერა და ძილის წინ საყვარელი ფილმის ნახვასაც შეძლებთ.

კიდევ ერთი მდიდრული საძინებელი, სადაც მოარული ხმებით 1960 წელს ერთი ღამე გაატარეს ჯონ კენედიმ და მერილინ მონრომ, სან ფრანცისკოში მდებარეობს. სასტუმრო Fairmont-ის საპრეზიდენტო პენტჰაუსის დაქირავება მსურველს ღამეში 15 000 დოლარი დაუჯდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს