შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მამულიჩა, რომელიც გუშინაც და დღესაც რამდენჯერმე იმყოფებოდა იაშვილის კლინიკაში, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
"ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული, ხვალ უკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე... იმედია ყველაფერი კარგად იქნება" - ვკითხულობთ მამულიჩას პოსტში.
14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გოგონა ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში გადაეყვანათ, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება გამოირიცხა. ამჟამად, შორენა ბეგაშვილის თინეიჯერი ქალიშვილი მართვიდ სუნთქვაზე აღარაა, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.
წაიკითხეთ: