კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე
"სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის, თა­მარ მე­ფის შე­სა­ხებ ფილ­მი გა­და­ი­ღეს. ფილ­მი "თა­მა­რი" კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან ლო­მაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო. ლო­მაშ­ვი­ლის თქმით, მას მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. კი­ნოს­ტუ­დია "ხომ­ლი" კი, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც არის ახა­ლი ფილ­მი, 2011 წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა...

მეფე თა­მარ­ზე შექ­მნი­ლი ფილ­მის და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა ცოტა ხნის წინ გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა მას აპ­რილ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­ნო­თე­ატ­რებ­ში იხი­ლავს.

გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ მე­ფე­ზე თა­ვის ვერ­სი­ას სთა­ვა­ზობს, არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბის და მზად არის ნე­ბის­მი­ერ დის­კუ­სი­ა­ში ჩა­ერ­თოს, თუკი ვინ­მეს ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ ამის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა: "თა­ვი­დან­ვე ჩვე­ნი კი­ნოს­ტუ­დი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­ზე, იმ ქარ­თველ მე­ფე­ებ­ზე ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, ვინც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში რა­ღაც შეც­ვა­ლეს. ამი­ტომ იმ რე­სურ­სე­ბი­თა და ფი­ნან­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გაგ­ვაჩ­ნდა და გვაქვს, და­ვი­წყეთ ფილმზე მუ­შა­ო­ბა, შევ­ჩერ­დით თა­მარ მე­ფე­ზე. მოკ­ლედ, ეს ჩვე­ნი კი­ნოს­ტუ­დი­ის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, თუმ­ცა მა­ნამ­დე მცი­რე პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ფილ­მის თრე­ი­ლე­რი

- ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად დიდ­ხანს ემ­ზა­დე­ბო­დით?

- მას მერე, რაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ფილ­მს თა­მარ მე­ფე­ზე ვი­ღებ­დით, 1 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ მა­სა­ლე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა. ეს დრო იმის­თვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რომ გაგ­ვეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, თუ რას ვკი­დებ­დით ხელს.

- ფილ­მი მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რია, რა­ტომ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბა ფი­ნან­სუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სხვა მას­შტა­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მო­ვი­ფიქ­რეთ ხერ­ხი, რომ ეს ორი ჟან­რი, მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი შეგ­ვერ­წყა. დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი 2013 წელს დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, რად­გან 2013-ში თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 800 წელი შეს­რულ­და, მაგ­რამ ამ თა­რი­ღის­თვის ვერ და­ვას­რუ­ლეთ. მოკ­ლედ, ფილმზე მუ­შა­ო­ბას 2 წელი მო­ვან­დო­მეთ და სა­ბო­ლო­ოდ, 2015 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე დამ­თავ­რდა. უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან ის ფარ­თო ეკ­რან­ზე, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მო­ვა. ამ ფილ­მის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისიც იყო, რომ შექ­მნი­ლი­ყო სკო­ლე­ბის­თვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რად­გა­ნაც კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, როცა ბავ­შვი მა­გა­ლი­თად, თა­მა­რის ის­ტო­რი­ას სკო­ლა­ში გა­დის და იმ დროს თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის ამ ფილ­მს აჩ­ვე­ნებ.

- ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი რამ სა­და­ოა ხოლ­მე, - თა­რი­ღე­ბი, ფაქ­ტე­ბი... სი­ზუს­ტე რომ და­გეც­ვათ, კონ­სულ­ტან­ტე­ბი თუ გყავ­დათ?

- რა თქმა უნდა, თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან ის­ტო­რი­კოს­თან გა­ვი­ა­რეთ კონ­სუ­ტა­ცია, ან მათი ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვე­ცა­ნით ფაქ­ტებს და გა­ვე­ცა­ნით არა მარ­ტო ქარ­თულ წყა­რო­ებს. ჩვე­ნი უშუ­ა­ლო კონ­სულ­ტან­ტე­ბი იყ­ვნენ მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე და თეა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლებ­მაც ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლის მოკ­რე­ბა და თავ­მოყ­რა თა­ვის თავ­ზე აი­ღეს. მოკ­ლედ, ფილ­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად ის­ტო­რი­ულ მა­სა­ლებ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი ნა­წი­ლი, ჩვე­ნი გა­მო­გო­ნი­ლია. სცე­ნარ­ზე ნინო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­თან და გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვილ­თან ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვეთ. მერე უკვე მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ.

- თა­მარ მე­ფის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ მე­ფით რა­ტომ და­ი­წყეთ?

- ბოლო წლე­ბია, ზო­გა­დად ქა­ლის როლი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, აქვე ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გახ­და, არა­და, ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ხანა სწო­რედ ქალი მე­ფის პე­რი­ოდ­ში გვქონ­და და სწო­რედ ეს გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. თან, ქარ­თვე­ლებს რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვიყ­ვარს თა­მა­რი და ამას­თან, ყვე­ლას თა­ვი­სი თა­მა­რი ჰყავს. მოკ­ლედ, სურ­ვი­ლი გვქონ­და, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლის­თვის, თავი ერ­თად მოგ­ვე­ყა­რა და რა­ღაც კი­თხვებ­ზე გაგ­ვე­ცა პა­სუ­ხი.

თა­მა­რი მე­ფო­ბი­სას ერთ-ერთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, როცა ყურ­თლუ-არსლა­ნის დასი აჯანყდა, - მო­ი­თხო­ვეს მე­ფის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა, თა­მარ­მა იმ დროს კარგ ხერ­ხს მი­მარ­თა, - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით, ორი მან­დი­ლო­სა­ნი - კრა­ვაი ჯა­ყე­ლი და ხვა­შაქ ცო­ქა­ლი გაგ­ზავ­ნა, რომ­ლებ­მაც სის­ხლისღვრის და ზედ­მე­ტი არე­უ­ლო­ბის გა­რე­შე და­ა­რე­გუ­ლი­რეს სი­ტუ­ა­ცია. ფაქ­ტია, რომ ქა­ლის როლი მა­ში­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ახ­ლაც ასეა და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი შერ­ჩე­ვა ქას­ტინ­გის წე­სით მოხ­და? რო­გორ იპო­ვეთ თა­მა­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი?

- კას­ტინ­გი არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, ბევ­რს ვფიქ­რობ­დით, ვის უნდა ეთა­მა­შა თა­მა­რის როლი, რად­გა­ნაც მას კარ­გად უნდა გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა და გა­ე­თა­ვი­სე­ბი­ნა ის ამო­ცა­ნა, რაც ჩვენ გვქონ­და. მერე ამო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი ანა მა­ტუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახ­მე­ტე­ლი­სა და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბია. სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან ვიც­ნობ­დი, ზუს­ტად ისე­თი ტი­პა­ჟია, რო­გო­რიც მინ­დო­და, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ხმის ტემ­ბრიც. ანას ხმის ტემ­ბრი, გა­რეგ­ნო­ბა, მა­ნე­რე­ბი, მი­სა­ღე­ბი იყო იმის­თვის, რომ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სახე შე­ექ­მნა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ როლ­ზე მსა­ხი­ო­ბი გვჭირ­დე­ბო­და. მუ­შა­ო­ბა არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით რომ შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა... 

- ფილმში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გივი ჩუ­გუ­აშ­ვი­ლი თა­მა­შობს...

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყურ­თლუ-არსლა­ნის ხაზი, სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­გუ­რაა. სცე­ნებს რომ ვა­კე­თებ­დით, მა­შინ­ვე და­მიდ­გა თვალ­წინ ეს მსა­ხი­ო­ბი და არც შევ­მცდარ­ვარ, რომ მო­ვიწ­ვი­ეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა.

- გი­ორ­გი ზან­გუ­რი ფილმში მთხრო­ბე­ლია.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მო­სა­წყე­ნი რომ არ გა­მო­სუ­ლი­ყო, ასე­თი ელე­მენ­ტი შე­ვი­ტა­ნეთ, - მთხრო­ბე­ლი თა­ვი­დან პორ­ტრე­ტე­ბის ხატ­ვას იწყებს და პირ­ვე­ლი, ვისი პორ­ტრე­ტის შექ­მნა­საც აპი­რებს, მეფე თა­მა­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მე­ფის 5 ფრეს­კა არ­სე­ბობს, რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცით, რა­ნა­ი­რი იყო თა­მა­რი, რად­გა­ნაც ხუ­თი­ვე ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამი­ტომ რე­ა­ლუ­რად სა­ხის დად­გე­ნა ძნე­ლია. გი­ორ­გის გმი­რიც ამ მო­ტი­ვით კვლე­ვა-ძი­ე­ბას იწყებს, რომ და­ხა­ტოს პორ­ტრე­ტი და ამ პრო­ცეს­ში თა­მა­რის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა იწყე­ბა.

- ნა­მუ­შევ­რით, შე­დე­გით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- რა თქმა უნდა, მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რომ შე­ვა­ფა­სოთ, იმ რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გვქონ­და, ჯგუფ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ვა და მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი დადო.

- რო­დე­საც თქვენს ნა­მუ­შე­ვარს ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს, კრი­ტი­კის­თვის მზად ხართ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია თავს და­გა­ტყდეთ?

- ნე­ბი­სი­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ბი­უ­ჯე­ტიც რომ გვქო­ნო­და, მა­ში­ნაც კი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვქონ­და, რას ვა­კე­თებ­დით, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო ეს. მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუ­ფიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, სულ რომ მელ გიბ­სონს გა­და­ე­ღო, მა­ინც ყვე­ლა ფილმში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­გე­წო­ნოს და ან - არა. ეს არის გე­მოვ­ნე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხი. ჯერ და­წყე­ბუ­ლიც არ გვქონ­და ფილ­მი, იდე­ის დო­ნე­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დით, რომ ვი­ღა­ცე­ბი გვი­რე­კავ­დნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ხომ იცით, თა­მარს ღია ფე­რის თმა ჰქონ­და, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... სად ნა­ხეთ, ან იქ­ნებ ფოტო, მა­სა­ლა მოგ­ვა­წო­დოთ-თქო, - ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დით. ეს ფაქ­ტე­ბიც კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ თა­მარ­ზე ყვე­ლას თა­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხედ­ვა და აზრი აქვს...

- ბევ­რიც იმა­ვე თა­მარ­ზე, "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე", და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბას შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს და ამ თე­მებს ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლად აცხა­დებს...

- ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა არ არ­სე­ბობს... თან, ჩვენ მე­ფის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მიგ­ვი­ყე­ნე­ბია, შევ­ქმე­ნით თა­მა­რის ჩვე­ნე­უ­ლი ვერ­სია, რო­მელ­ზეც ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­თან­ხმოს და ვი­ღაც - არა. ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია. "ხომ­ლის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ამ თე­მას ასე ხე­დავს. მზად ვართ შე­ნიშ­ვნე­ბი­სა და კარ­გი რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად. ყვე­ლა­ფე­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ გვაქვს და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ვურ­ბი­ვართ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე

"სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე

პირველად საქართველოში, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონარქის, თამარ მეფის შესახებ ფილმი გადაიღეს. ფილმი "თამარი" კინორეჟისორმა ლევან ლომაშვილმა გადაიღო. ლომაშვილის თქმით, მას მერაბ კოკოჩაშვილის სახელოსნო აქვს დამთავრებული.  კინოსტუდია "ხომლი" კი, რომლის პროდუქციაც არის ახალი ფილმი, 2011 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა...

მეფე თამარზე შექმნილი ფილმის დახურული ჩვენება ცოტა ხნის წინ გაიმართა, თუმცა მას აპრილში მაყურებელი კინოთეატრებში იხილავს.

გადამღები ჯგუფი საზოგადოებას დიდ მეფეზე თავის ვერსიას სთავაზობს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზად არის ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს, თუკი ვინმეს ფილმის ნახვის შემდეგ ამის სურვილი გაუჩნდება: "თავიდანვე ჩვენი კინოსტუდიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე, იმ ქართველ მეფეებზე ფილმების გადაღება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რაღაც შეცვალეს. ამიტომ იმ რესურსებითა და ფინანსებიდან გამომდინარე, რაც გაგვაჩნდა და გვაქვს, დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, შევჩერდით თამარ მეფეზე. მოკლედ, ეს ჩვენი კინოსტუდიის პირველი მასშტაბური ნამუშევარია, თუმცა მანამდე მცირე პროექტები გვაქვს გაკეთებული.

ნახეთ ფილმის თრეილერი

- ფილმის გადასაღებად დიდხანს ემზადებოდით?

- მას მერე, რაც გადავწყვიტეთ, რომ ფილმს თამარ მეფეზე ვიღებდით, 1 წელი ვემზადებოდით, რომ მასალები შეგვეგროვებინა. ეს დრო იმისთვისაც გამოვიყენეთ, რომ გაგვეცნობიერებინა, თუ რას ვკიდებდით ხელს.

- ფილმი მხატვრულ-დოკუმენტურია, რატომ?

- მოგეხსენებათ, მხატვრული ფილმის გადაღება ფინანსურად საკმაოდ რთულია, სხვა მასშტაბები სჭირდება, ამიტომ მოვიფიქრეთ ხერხი, რომ ეს ორი ჟანრი, მხატვრულ-დოკუმენტური შეგვერწყა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ ნამუშევარი 2013 წელს დაგვესრულებინა, რადგან 2013-ში თამარის გარდაცვალებიდან 800 წელი შესრულდა, მაგრამ ამ თარიღისთვის ვერ დავასრულეთ. მოკლედ, ფილმზე მუშაობას 2 წელი მოვანდომეთ და საბოლოოდ, 2015 წლის შემოდგომაზე დამთავრდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან ის ფართო ეკრანზე, კინოთეატრებში გამოვა. ამ ფილმის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ შექმნილიყო სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგანაც კარგი საშუალებაა, როცა ბავშვი მაგალითად, თამარის ისტორიას სკოლაში გადის და იმ დროს თვალსაჩინოებისთვის ამ ფილმს აჩვენებ.

- ისტორიაში ბევრი რამ სადაოა ხოლმე, - თარიღები, ფაქტები... სიზუსტე რომ დაგეცვათ, კონსულტანტები თუ გყავდათ?

- რა თქმა უნდა, თითქმის ყველა წამყვან ისტორიკოსთან გავიარეთ კონსუტაცია, ან მათი ლიტერატურის მეშვეობით გავეცანით ფაქტებს და გავეცანით არა მარტო ქართულ წყაროებს. ჩვენი უშუალო კონსულტანტები იყვნენ მიხეილ ბახტაძე და თეა ქართველიშვილი, რომლებმაც ისტორიული მასალის მოკრება და თავმოყრა თავის თავზე აიღეს. მოკლედ, ფილმი მაქსიმალურად ისტორიულ მასალებზეა დაყრდნობილი, მაგრამ მხატვრული ნაწილი, ჩვენი გამოგონილია. სცენარზე ნინო სადღობელაშვილთან და გურამ მეგრელიშვილთან ერთობლივად ვიმუშავეთ. მერე უკვე მსახიობები შევარჩიეთ.

- თამარ მეფის შესახებ ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, მაინცდამაინც ამ მეფით რატომ დაიწყეთ?

- ბოლო წლებია, ზოგადად ქალის როლი პოლიტიკაში გამოიკვეთა, აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქალზე ძალადობაც სერიოზული პრობლემა გახდა, არადა, ისტორიაში ოქროს ხანა სწორედ ქალი მეფის პერიოდში გვქონდა და სწორედ ეს გვინდოდა გვეჩვენებინა. თან, ქართველებს რაღაცნაირად განსაკუთრებულად გვიყვარს თამარი და ამასთან, ყველას თავისი თამარი ჰყავს. მოკლედ, სურვილი გვქონდა, ამ ყველაფრისთვის, როგორც ისტორიული მასალისთვის, თავი ერთად მოგვეყარა და რაღაც კითხვებზე გაგვეცა პასუხი.

თამარი მეფობისას ერთ-ერთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა ყურთლუ-არსლანის დასი აჯანყდა, - მოითხოვეს მეფის უფლებების შეზღუდვა, თამარმა იმ დროს კარგ ხერხს მიმართა, - დიპლომატიური მისიით, ორი მანდილოსანი - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა, რომლებმაც სისხლისღვრის და ზედმეტი არეულობის გარეშე დაარეგულირეს სიტუაცია. ფაქტია, რომ ქალის როლი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო, ახლაც ასეა და ყოველთვის ასე იქნება.

- მსახიობები შერჩევა ქასტინგის წესით მოხდა? როგორ იპოვეთ თამარის როლის შემსრულებელი?

- კასტინგი არ ჩაგვიტარებია, ბევრს ვფიქრობდით, ვის უნდა ეთამაშა თამარის როლი, რადგანაც მას კარგად უნდა გაეცნობიერებინა და გაეთავისებინა ის ამოცანა, რაც ჩვენ გვქონდა. მერე ამომიტივტივდა გონებაში მსახიობი ანა მატუაშვილი, რომელიც ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრების მსახიობია. სპექტაკლებიდან ვიცნობდი, ზუსტად ისეთი ტიპაჟია, როგორიც მინდოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხმის ტემბრიც. ანას ხმის ტემბრი, გარეგნობა, მანერები, მისაღები იყო იმისთვის, რომ დამაჯერებელი სახე შეექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ როლზე მსახიობი გვჭირდებოდა. მუშაობა არაპროფესიონალთან რთული იქნებოდა, ანუ ადამიანები მხოლოდ გარეგნობით რომ შეგვეფასებინა... 

- ფილმში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გივი ჩუგუაშვილი თამაშობს...

- მნიშვნელოვანია ყურთლუ-არსლანის ხაზი, სერიოზული ფიგურაა. სცენებს რომ ვაკეთებდით, მაშინვე დამიდგა თვალწინ ეს მსახიობი და არც შევმცდარვარ, რომ მოვიწვიეთ. შესანიშნავად ითამაშა.

- გიორგი ზანგური ფილმში მთხრობელია.

- იქიდან გამომდინარე, რომ ნამუშევარი მხატვრულ-დოკუმენტური უნდა ყოფილიყო, მოსაწყენი რომ არ გამოსულიყო, ასეთი ელემენტი შევიტანეთ, - მთხრობელი თავიდან პორტრეტების ხატვას იწყებს და პირველი, ვისი პორტრეტის შექმნასაც აპირებს, მეფე თამარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეფის 5 ფრესკა არსებობს, რეალურად არ ვიცით, რანაირი იყო თამარი, რადგანაც ხუთივე ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ რეალურად სახის დადგენა ძნელია. გიორგის გმირიც ამ მოტივით კვლევა-ძიებას იწყებს, რომ დახატოს პორტრეტი და ამ პროცესში თამარის ისტორიის მოყოლა იწყება.

- ნამუშევრით, შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, იმ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაც გვქონდა, ჯგუფმა მაქსიმალურად იმუშავა და მაქსიმალური შედეგი დადო.

- როდესაც თქვენს ნამუშევარს ფართო მაყურებელი ნახავს, კრიტიკისთვის მზად ხართ, რომელიც შესაძლებელია თავს დაგატყდეთ?

- ნებისიმიერ შემთხვევაში, ასეულობით მილიონი დოლარი ბიუჯეტიც რომ გვქონოდა, მაშინაც კი, გაცნობიერებული გვქონდა, რას ვაკეთებდით, რა პასუხისმგებლობა იყო ეს. მსოფლიოს საუკეთესო სამსახიობო ჯგუფიც რომ ყოფილიყო, სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, მაინც ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს და ან - არა. ეს არის გემოვნებისა და დამოკიდებულების საკითხი. ჯერ დაწყებულიც არ გვქონდა ფილმი, იდეის დონეზე ვამუშავებდით, რომ ვიღაცები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, - ხომ იცით, თამარს ღია ფერის თმა ჰქონდა, ასე გამოიყურებოდა... სად ნახეთ, ან იქნებ ფოტო, მასალა მოგვაწოდოთ-თქო, - ყველას ვეუბნებოდით. ეს ფაქტებიც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თამარზე ყველას თავის ჩამოყალიბებული ხედვა და აზრი აქვს...

- ბევრიც იმავე თამარზე, "ვეფხისტყაოსანზე", დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას შეცდომად მიიჩნევს და ამ თემებს ტაბუდადებულად აცხადებს...

- ტაბუდადებული თემა არ არსებობს... თან, ჩვენ მეფისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, შევქმენით თამარის ჩვენეული ვერსია, რომელზეც ვიღაც შეიძლება დაგვეთანხმოს და ვიღაც - არა. ეს მათი გადასაწყვეტია. "ხომლის" შემოქმედებითი ჯგუფი ამ თემას ასე ხედავს. მზად ვართ შენიშვნებისა და კარგი რჩევების მისაღებად. ყველაფერი გაცნობიერებულ გვაქვს და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება