სიკვდილმისჯილი მილიარდერები

სიკვდილმისჯილი მილიარდერები

დიდძალი ქონება და კავშირები ზოგიერთ მილიარდერსსამუდამო პატიმრობად, ზოგიერთს კი სოცოცხლის ფასად დაუჯდა. სტატიაში მოგითხრობთ მილიარდერებზე, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯეს:

ლიუ ჰანი

2000 წლიდან მოყოლებული ჩინეთში 10 ათასამდე ბიზნესმენი და ჩინოვნიკი კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს, 120 ათასს კი 10-დან 20 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი. მილიონერი ლიუ ჰანის სასამართლო პროცესი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი იყო. ბიზნესმენი პოლიციამ 2014 წლის მარტში დააკავა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი დანაშაულებრივი ბანდის ლიდერი იყო, რომელიც დაკავებული იყო არალეგალური კაზინოთი, იარაღით ვაჭრობითა და მკვლელობით. სასამართლომ ბიზნესმენი 13 ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიის Hanlong Group-ის დანფუძნებელი სიკვდილით დასაჯეს.

მუსტაფა

2008 წელს ქაიროში ეგვიპტელ მილიონერსა და დეპუტატს, მუსტაფად 30 წლის ლიბანელი მომღერლის სიუზან ტამიმის ორგანიზებულ მკვლელობაში დასდეს ბრალი. მუსტაფას სასამართლომ დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. მილიონერის დაკავებამ ეგვიპტის ეკონომიკაზეც იქონია გავლენა - კონგლომერატ Talaat Moustafa Group-ის აქციები ერთ დღეში მკვეთრად დაეცა. სასამართლომ მუსტაფად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა, ჩამოხრჩობამდე ერთი დღით ადრე მილიონერის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც სიკვდილმისჯილსიკვდილმისჯილი მილიარდერები მილიონერს სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა