საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია აყვავებული ხე ტიტა
როგორია აყვავებული ხე ტიტა

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე ტიტა, რო­მელ­მაც ორი დღე გა­ა­ტა­რა ზღვა­ში, მალე ურე­კის სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ურე­კის სა­ნა­პი­რო­დან ხის ხმე­ლეთ­ზე გა­და­სა­ტა­ნად სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც სა­მუ­შა­ო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ზი­მოს" ინ­ჟი­ნე­რი ირაკ­ლი შა­ნა­ვა აცხა­დებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღის ბო­ლოს­თვის ხის ხმე­ლეთ­ზე გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

შეკ­ვე­თი­ლის სა­ნა­პი­რო­ზე ხის გა­და­სა­ტა­ნად სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა გრძელ­დე­ბა, სა­მუ­შა­ო­ებს ხელს უშ­ლი­და ზღვის მოქ­ცე­ვა და უა­მინ­დო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ბარ­ჟის ნა­პი­რამ­დე მი­სა­ტა­ნად ნა­პი­რის ჩაღ­რმა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ კი ბარ­ჟამ­დე გზის მიყ­ვა­ნა და­ი­წყეს.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტიტა გა­და­ტა­ნის პრო­ცეს­ში, ბარ­ჟა­ზე აყ­ვავ­და. და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მთა­ვა­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და.

ლი­რი­ო­დენ­დრო­ნი იგი­ვე ხე­ტი­ტა ფო­თოლმცვი­ვა­ნი ხე­ე­ბის გვა­რი მაგ­ნო­ლი­ა­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მისი ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა ხე­ტი­ტას ლი­რი­ო­დენ­დრო­ნი (Liriodendron tulipifera), რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლილ­მა შე­ის­ყი­და და ცი­ხის­ძი­რი­დან ურეკ­ში გა­და­ი­ტა­ნა. ხე დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რეა, ამ ჯი­შის ხე­ე­ბის სი­მაღ­ლე 50-60 მეტრს, სის­ქე 3-3,5 მეტრს აღ­წევს. ქნა­რი­სებ­რი ფოთ­ლე­ბი და დიდი ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც ტი­ტას წა­ა­გავს. ხე­ტი­ტას სამ­შობ­ლო ჩრდი­ლო­ე­თი ამე­რი­კაა. კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ყი­რიმ­სა და შუა­ა­ზი­ის სამ­ხრეთ რა­ი­ო­ნებ­ში. ლი­რი­ო­დენ­დრო­ნის მერ­ქა­ნი მსუ­ბუ­ქი და რბი­ლია, ვერ­ხვის მერ­ქანს წა­ა­გავს და ამე­რი­კა­ში "ყვი­თე­ლი ვერ­ხვის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე შტატ­ში - იან­დი­ა­ნა­ში, კენ­ტუ­კი­სა და ტე­ნე­სი­ში, ხე ეროვ­ნულ სიმ­ბო­ლოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი. ხე­ტი­ტა ად­ვი­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია, მას იყე­ნე­ბენ ავე­ჯის წარ­მო­ე­ბა­შიც.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ხე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მსოფ­ლიო მა­გა­ლი­თე­ბი - ქარ­თუ­ლი "ტიტა" პირ­ვე­ლი არ არის

როგორია აყვავებული ხე ტიტა

როგორია აყვავებული ხე ტიტა

ბოლო ინფორმაციით, ხე ტიტა, რომელმაც ორი დღე გაატარა ზღვაში, მალე ურეკის სანაპიროზე აღმოჩნდება. ურეკის სანაპიროდან ხის ხმელეთზე გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმოს" ინჟინერი ირაკლი შანავა აცხადებს, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის ხის ხმელეთზე გადატანა შესაძლებელი გახდება.

შეკვეთილის სანაპიროზე ხის გადასატანად სამუშაოები რამდენიმე დღეა გრძელდება, სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, ბარჟის ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბარჟამდე გზის მიყვანა დაიწყეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტიტა გადატანის პროცესში, ბარჟაზე აყვავდა. დავინტერესდით, როგორ გამოიყურება მცენარე, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში მთავარი განხილვის საგანი გახდა.

ლირიოდენდრონი იგივე ხეტიტა ფოთოლმცვივანი ხეების გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი ერთ-ერთი სახეობაა ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera), რომელიც ბიძინა ივანიშვილილმა შეისყიდა და ციხისძირიდან ურეკში გადაიტანა. ხე დეკორატიული მცენარეა, ამ ჯიშის ხეების სიმაღლე 50-60 მეტრს, სისქე 3-3,5 მეტრს აღწევს. ქნარისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები აქვს, რომლებიც ტიტას წააგავს. ხეტიტას სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა. კულტივირებულია კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და შუააზიის სამხრეთ რაიონებში. ლირიოდენდრონის მერქანი მსუბუქი და რბილია, ვერხვის მერქანს წააგავს და ამერიკაში "ყვითელი ვერხვის“ სახელით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამერიკის რამდენიმე შტატში - იანდიანაში, კენტუკისა და ტენესიში, ხე ეროვნულ სიმბოლოდ არის მიჩნეული. ხეტიტა ადვილი დასამუშავებელია, მას იყენებენ ავეჯის წარმოებაშიც.

ასევე წაიკითხეთ: ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს