შორენა ბეგაშვილის ქალიშვილთან დაკავშირებით მომხდარ უბედურ შემთხვევას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ფეისბუქზე" ეხმაურებიან და ევა ბარბაქაძესმალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:
ნანუკა ჟორჟლიანი:
შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ფანჯრიდან გადავარდნის საშინელ ფაქტზე რა კომენტარებსაც მე ვკითხულობ! ქილიკს, ღადავს! მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის! ეს ხალხი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო და დაწვა! ეს ბნელი ხალხი!
ეკა ხოფერია:
აღარ ვიცი რა დავწერო... გასკდა ეს გული... ყველას ჯანმრთელად და ბედნიერად გიმყოფოთ შვილები
გიორგი კეკელიძე:
შორენა ბეგაშვილის შვილის სამწუხარო ამბავი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, გამოჯანმრთელდება, აგერ ახლა, ერთ საიტზე წავიკითხე. კომენტარებში, არა "ნიკებით'' და "ანონიმკებით'', არამედ ღიად იდენტიფიცრებული ხალხი, სრულიად სერიოზულად წერს, დედამისი ბოზი რომ არის, ამიტომაც დაემართაო. ამ დროს უნებლიედ მინდება ჩემთვის ყველაზე საძულველი კითხვის დასმა : "გვეშველება რამე?!'' პ.ს. დავარედაქტირებ: გვეშველება. საშინლად არ მიყვარს ეს კითხვა, ჩვენს მონაწილეობას გამორიცხავს პროცესში და იმიტომ. ჩვენ უნდა ვუშველოთ
ანრი ჯოხაძე:
ჩვენო ულამაზესო ევა, მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი
ღმერთმა გაგაძლიეროს და იმ ადამიანების სიყვარულმა რომლებიც შენთვის ლოცულობენ.
მიყვარხარ !!!
14 წლის ევა ბარბაქაძე რამდენიმე საათის წინ, გოგებაშვილის ქუჩაზე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იგი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
იხილეთ ასევე: "ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე