პროდიუსერი კახა მამულაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქზე" წერს. მისი ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურია.
"მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები იძახიან, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს, რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს... არავინ არავის გამო არ გადმომხტარა.... იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - წერს კახა მამულაშვილი.
14 წლის ევა ბარბაქაძე რამდენიმე საათის წინ, გოგებაშვილის ქუჩაზე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იგი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ასევე იხილეთ: "ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე