საფრანგეთის განათლების მინისტრის ნაჯატ ბელკასემის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო. ფოტოს, რომელზეც მწყემსი გოგონაა გამოსახული, შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს: "მაროკოელი მწყემსი გოგონადან საფრანგეთის განათლების მინისტრობამდე".
როგორც ცნობილია, ნაჯატი პირველი მუსლიმი განათლების მინისტრია საფრანგეთში. ის 36 წლის არის და ქვეყანაში მას "ახალ სახეს" უწოდებენ.
"მოროკოში დაბადებული მწყემსი გოგონა დღეს საფრანგეთის განათლების მინისტრია.
საფრანგეთის ისტორიაში პირველი ახალგაზრდა (36 წლის) და პირველი მუსლიმი მინისტრი. დღეს ნაჯატ ბელკასემი საფრანგეთის ახალი სახეა.
როცა შენი ქვეყანა გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ერის წარმომავლობა გაქვს, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ. ნაჯატ ბელკასემი მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქვეყნის უმცირესობები სინამდვილეში ქვეყნის სიმდიდრეა. გააჩნია ჩვენ ამ სიმდიდრეს როგორ გამოვიყენებთ.
პ.ს. განსხვავებულების არ უნდა გვეშინოდეს", - წერენ სოციალურ ქსელში.